ჩხეიძე: „შეიძლება, ითქვას, კინოცენტრის განცხადება დაწერილია უშუალოდ მინისტრის კარნახით“

02-06-2023 15:26:52

კინოცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, გაგა ჩხეიძე კინოცენტრის მიერ მის შესახებ გავრცელებულ განცხადებას პასუხობს და ამბობს, რომ უჩნდება ეჭვი, აღნიშნული არ დაწერილა ეროვნულ კინოცენტრში და არ ყოფილა შეთანხმებული კინოცენტრის თანამშრომლებთან, რადგან კინოცენტრის რამდენიმე თანამშრომელი განცხადებას გაემიჯნა.

"გაუგებარია, რატომ აკეთებს ამ განცხადებას ეროვნული კინოცენტრი და არა კულტურის სამინისტრო ან თავად მინისტრი, რომლის ბრძანების საფუძველზე გამათავისუფლეს. მიჩნდება ეჭვი, რომ განცხადება არ დაწერილა ეროვნულ კინოცენტრში და არ ყოფილა შეთანხმებული კინოცენტრის თანამშრომლებთან, რადგან კინოცენტრის რამდენიმე თანამშრომელი გაემიჯნა განცხადებას. ამ ეჭვს აძლიერებს ის, რომ განცხადებაში საუბარია "ქართული ფილმის განვითარების ფონდში" ჩემს საქმიანობაზე. "ქართული ფილმის განვითარების ფონდი" დამოუკიდებელი ორგანიზაციაა და ეროვნული კინოცენტრი ვერ შეაფასებს ჩემს საქმიანობს ფონდში. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ეროვნული კინოცენტრის განცხადება დაწერილია კულტურის სამინისტროში უშუალოდ მინისტრის მითითებით და კარნახით. ეროვნული კინოცენტრი კინოს მხარდაჭერის კანონის მიხედვით ვალდებულია (!) დააფინანსოს მნიშვნელოვანი საერთაშორისო კინოფესტივალები ქვეყნის მასშტაბით, ამიტომ სრულიად ლოგიკურია, რომ ეროვნულმა კინოცენტრმა (ჩემსა და მინისტრს შორის დავის მიუხედავად) დააფინანსოს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალიც. ამავე დროს, შევახსენებთ სამინისტროს და კინოცენტრს, რომ თანხები, როემლთაც ისინი განკარგავენ, გადასახადების გადამხდელთა ფულია", - წერს ჩხაიძე.

გაგა ჩხეიძე ასევე ეხმაურება განცხადების იმ ნაწილს, რომელშიც კინოცენტრი აღნიშნავს, რომ იტოვებს უფლებას, გადასინჯოს თბილისის კინოფესტივალის დაფინანსების გადაწყვეტილება.

„ეროვნული კინოცენტრი კინოს მხარდაჭერის კანონის მიხედვით ვალდებულია (!) დააფინანსოს მნიშვნელოვანი საერთაშორისო კინოფესტივალები ქვეყნის მასშტაბით, ამიტომ სრულიად ლოგიკურია, რომ ეროვნულმა კინოცენტრმა (ჩემსა და მინისტრს შორის დავის მიუხედავად) დააფინანსოს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალიც. ამავე დროს, შევახსენებთ სამინისტროს და კინოცენტრს, რომ თანხები, როემლთაც ისინი განკარგავენ, გადასახადების გადამხდელთა ფულია. უფრო მეტიც, ჩვენ წელს სამინისტროშიც შევიტანეთ განაცხადი ფესტივალის დაფინანსებაზე, თუმცა უარი მივიღეთ მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალი ყველა საკონკურსო პირობას აკმაყოფილებდა. დღემდე არ მიგვიღია სამინისტროს პასუხი ოფიციალურ წერილზე, რომელშიც ვითხოვდით უარის არგუმენტაციას და ქულებს. ჩვენ ვთვლით, რომ სამინისტრომ განგებ მიიღო უარყოფითი გადაწყვეტილება და კომისიის მუშაობა იყო ფარსი. კინოცენტრს არ გააჩნია არავითარი იურიდიული საფუძველი, გოეთეს ინსტიტუტის პრეს-რელიზის გამო გააუქმოს ჩვენთან დადებული ხელშეკრულება. ამისთვის ხელშეკრულების ტექსტის წაკითხვაც საკმარისია. კულტურის მინისტრს მოვუწოდებ, უარი თქვას ჩემს პიროვნულ დევნაზე, გაიწვიოს თავისი განცხადება პროკურატურიდან, რადგან შესანიშნავად იცის, რომ კრიმინალი და მფლანგველი არ ვარ და ოფიციალურად მომიხადოს ბოდიში“, – ნათქვამია ჩხეიძის განცხადებაში.

მანამდე, საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა სოციალურ ქსელში ვრცელი განცხადება გაავრცელა, რომელშიც კინოცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის გაგა ჩხეიძისთვის პრიზის გადაცემასთან დაკავშირებით გოეთეს ინსტიტუტს „მცდარი და ფარისევლური ბრალდებების“ გავრცელებაში ადანაშაულებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები