„USAID საქართველო“: არც USAID-ი და არც აშშ-ის სხვა სააგენტო არ ახორციელებს საქართველოს სასმელი წყლის უსაფრთხოებაზე მონიტორინგს, არ ფლობს ინფორმაციას წყლის ხარისხის შესახებ

02-06-2023 19:48:14 საზოგადოება

საქართველოს სასმელი წყლის უსაფრთხოებაზე მონიტორინგს არ ახორციელებს და წყლის ხარისხის შესახებ საჯარო კონსულტაციებს არ აკეთებს არც USAID და არც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის სხვა სააგენტო, – ამის შესახებ ნათქვამია „USAID საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების თანახმად, USAID-ი არ ფლობს ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ მოსახლეობისთვის მიწოდებული წყლის ხარისხის შესახებ.

„USAID-ისთვის ცნობილი გახდა დეზინფორმაციის შესახებ, თითქოს ჩვენ გვაქვს ინფორმაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ გავრცელებული სასმელი წყლის ხარისხის შესახებ. USAID-ი არ ფლობს მსგავს ინფორმაციას და არც რაიმე სახის რჩევებს გასცემს ამ თემაზე. არც USAID-ი და არც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის სხვა სააგენტო არ ახორციელებს საქართველოს სასმელი წყლის უსაფრთხოებაზე მონიტორინგს და არ აკეთებს საჯარო კონსულტაციებს წყლის ხარისხის შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები