პარლამენტის შენობასთან ლაზარე გრიგორიადისის მამის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს

02-06-2023 21:48:49 საზოგადოება

პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან ლაზარე გრიგორიადისის მამის, ბექა გრიგორიადისის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობასთან მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამის დაკავება გააპროტესტეს.

მხარდაჭერების განცხადებით, სასამართლოს მიერ ბექა გრიგორიადისთვის 2 000 - ლარიანი გირაოს დაკისრება სიმბოლური ჯარიმაა, რომელსაც გრიგორიადისი არ გადაიხდის და სასამართლო გადაწყვეტილებასაც გაასაჩივრებს.

ცნობისთვის: თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო ენუქიძემ ლაზარე გრიგორიადისის მამა ბექა გრიგორიადისი სამართალდამრღვევად ცნო და 2000 –ლარიანი ჯარიმა შეუფარდა.

ბექა გრიგორიადისი იმ დროს დააკავეს, როცა პარლამენტტან კარვის გაშლას ცდილობდა.

გრიგორიადისს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებოდნენ, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.

მას პოლიციამ კარვის გაშლის საშუალება 29 მაისსაც არ მისცა. მან შვილის გათავისუფლების მოთხოვნით რამდენიმე დღის წინ „ერთი კაცის აქცია" დაიწყო, რომელსაც სხვა მოქალაქეებიც უერთდებიან.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, რომ აქციის მონაწილის მხრიდან კარვის გაშლა გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება და შსს–ს მოუწოდებს, არ მოახდინოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები