Accentnews.ge
ცხინვალის რეჟიმი დე ფაქტო საზღვრის კვეთას დროებით ამარტივებს

ცხინვალის რეჟიმი დე ფაქტო საზღვრის კვეთას დროებით ამარტივებს

07/06/2023 08:11:45 კონფლიქტები

ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ახალგორის რაიონის მოსახლეობას დე ფაქტო საზღვრის კვეთას დროებით უმარტივებენ.

როგორც ოსური მედია იუწყება, დე ფაქტო უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით, "რაზდახანის" გამშვები პუნქტის გამარტივებულ რეჟიმში კვეთა 7 ივნისის დილის რვა საათიდან 8 ივნისის საღამოს რვა საათამდე იქნება შესაძლებელი. დე ფაქტო ხელისუფლების ამ გადაწყვეტილების აღსრულებაზე კონტროლი "უშიშროების საბჭოს მდივან" ანატოლი ფილიევს დაეკისრა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S