Accentnews.ge
ბჟანიამ და გაგლოევმა პუტინს „რუსეთის დღე" მიულოცეს

ბჟანიამ და გაგლოევმა პუტინს „რუსეთის დღე" მიულოცეს

12/06/2023 11:25:04 კონფლიქტები

საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტებმა ასლან ბჟანიამ და ალან გაგლოევმა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს „რუსეთის დღე“ მიულოცეს.

„რუსეთის დღე“ აერთიანებს ყველას, ვინც ამ დიად, მრავალეროვან ქვეყანაში ცხოვრობს, პატივს სცემს მის მდიდარ კულტურას და მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს და წვლილი შეაქვს რუსეთის „სოციალური და ეკონომიკური პოტენციალის განმტკიცებასა და მსოფლიო არენაზე მისი ინტერესების დაცვაში. რუსეთის ისტორიის დიდებული ფურცლები მისი თითოეული მოქალაქისთვის სიამაყის და პატრიოტიზმის საფუძველია. “, – ნათქვამია ბჟანიას მისალოც წერილში.

ბჟანია ოკუპირებული აფხაზეთისა და რუსეთის „განსაკუთრებულ ურთიერთობაზეც“ საუბრობს:

"ჩვენი ურთიერთობები მრავალსაუკუნოვან მეგობრობას და კეთილმეზობლობას ეფუძნება".

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი „რუსეთის დღეს“ „მართლაც საყოველთაო სახალხო დღესასწაულს“ უწოდებს:

"ეს დღესასწაული აერთიანებს ყველას, ვისაც რუსეთის სჯერა და ამაყობს მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიით და დიადი კულტურული მემკვიდრეობით, კავშირს გრძნობს ამ დიდ ქვეყანასთან და მას საკუთარ მომავალს უკავშირებს. სამხრეთ ოსეთში, რომლის მცხოვრებთა უმრავლესობა რუსეთის მოქალაქეა, ამ ქვეყნის უდიდესი როლის პატივისცემის ნიშნად, „რუსეთის დღეს“ აღნიშნავენ, როგორც სახელმწიფო დღესასწაულს".

რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S