Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბი იუწყება, რა მიმართულებით გრძელდება კონტრშეტევითი ოპერაციები

უკრაინის გენშტაბი იუწყება, რა მიმართულებით გრძელდება კონტრშეტევითი ოპერაციები

20/06/2023 10:43:46 ევროპა

უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით, განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 20 ივნისს.

„უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ როგორც თავდაცვითი, ისე შეტევითი მოქმედებების განხორციელებას. სადაც თავს ვიცავთ, არც ერთი პოზიცია არ იკარგება. შეტევითი ოპერაციები გრძელდება მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით, კერძოდ: გასული დღის განმავლობაში ნოვოდაროვკა - პრიუტნოიეს, მაკაროვკა - რივნოპოლის და ნოვოდანილოვკა - რობოტინოს მიმართულებით უკრაინელმა სამხედროებმა ნაწილობრივ წარმატებას მიაღწიეს. ისინი ფეხს იკიდებენ მიღწეულ ხაზებზე. ”, - ნათქვამია ანგარიშში.

უკრაინის სარდლობა დასძენს, რომ რუსული ჯარები კონცენტრირებულნი არიან თავდაცვაზე და უკრაინული ძალების წინსვლის აღკვეთაზე რეზერვების გამოყენებით, „ცდილობენ, დაიბრუნონ დაკარგული პოზიციები“.

წინა დღეს უკრაინის მასშტაბური ტელემარათონის ეთერში უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა თქვა, რომ "უკრაინელი დამცველებისთვის საკმაოდ რთული იყო წინსვლა, რადგან მტერმა მთელი ძალა გამოიყენა შეტევის შესაჩერებლად".

ერთი დღით ადრე ბრიტანულმა დაზვერვამ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო 10 დღის განმავლობაში, სავარაუდოდ, დნეპრის ჯგუფის მნიშვნელოვანი ნაწილები ხერსონის ოლქის აღმოსავლეთ (მარცხენა) სანაპიროდან ზაპოროჟიესა და ბახმუტის მიმართულებებზე გადაისროლა, რათა უპასუხოს უკრაინის კონტრშეტევას.

მანამდე უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბერდიანსკის და მელიტოპოლის მიმართულებით ორი კვირის განმავლობაში შეტევითი ოპერაციების განმავლობაში უკრაინელმა ჯარებმა რვა დასახლება გაათავისუფლეს. უკრაინული შენაერთები ტაურიდის მიმართულებით შვიდ კილომეტრამდე დაწინაურდნენ.

იხილეთ ასევე: ISW: უკრაინის ჯარებმა კონტრშეტევითი ოპერაციები სამ რაიონში ჩაატარეს და წარმატებას მიაღწიეს

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S