Accentnews.ge
სოჭიდან სოხუმის პორტში „Князь Владимир“ შევიდა

სოჭიდან სოხუმის პორტში „Князь Владимир“ შევიდა

23/06/2023 10:27:22 კონფლიქტები

სოჭიდან სოხუმის პორტში საკრუიზო ლაინერი „Князь Владимир“ შევიდა. ეს რუსული გემის რიგით მეორე სატესტო რეისია ოკუპირებულ აფხაზეთში.

წელს ლაინერის 11 რეისია დაგეგმილი. ყოველკვირეული რეისები 29 ივნისიდან 11 სექტემბრამდე პერიოდში შესრულდება. კრუიზები 5-დღიანი იქნება და გემი 3 დღით სოხუმის საზღვაო პორტში დარჩება.

„აფხაზეთის საზღვაო ნაოსნობის გენერალურმა დირექტორმა დაურ არძინბამ განაცხადა, რომ ლაინერზე 56 მგზავრი იმყოფება.

„ისინი სხვადასხვა ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები არიან, რომლებიც საექსკურსიო მარშრუტებს შეისწავლიან. 96 ადამიანი - ისინი ეკიპაჟის წევრები არიან“, - დააზუსტა მან.

არძინბამ აღნიშნა, რომ 2019 წელს შესრულებული პირველი საცდელი რეისის შემდეგ, საკრუიზო გემების შესვლა 2020 წლისთვის იყო დაგეგმილი, მაგრამ ეს ვერ განხორციელდა პანდემიისა და შემზღუდველი ზომების გამო",– იუწყება აფხაზური მედია.

მანამდე „Князь Владимир“ სოჭიდან ყირიმის მიმართულებით ასრულებდა რეისებს, მაგრამ მაისში სააქციო საზოგადოება „სოჭის საზღვაო პორტმა“ განაცხადა, რომ „ყირიმში 2023 წელს არაფერი არ ივლიდა“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S