Accentnews.ge
გაგლოევი "ვაგნერის" ოს მებრძოლებს მოუწოდებს, "კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში მონაწილეობა შეწყვიტონ"

გაგლოევი "ვაგნერის" ოს მებრძოლებს მოუწოდებს, "კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში მონაწილეობა შეწყვიტონ"

24/06/2023 13:07:42 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ლიდერი ალან გაგლოევი მოუწოდებს ტერორისტულად აღიარებული კერძო გასამხედროებული დაჯგუფება "ვაგნერის" რიგებში მებრძოლ თანამემამულეებს, "კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში არანაირი მონაწილეობა არ მიიღონ". ამასთან, 23 ივნისიდან რუსეთი9ს ფედერაციაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გაგლოევი პრეზიდენტ პუტინს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

"უკრაინაში, სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში და მის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ რუსეთის პრეზიდენტისა და შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის - ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებებს კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ხელმძღვანელ ევგენი პრიგოჟინის შეიარაღებული ჯანყის აღსაკვეთად. რუსეთისა და მისი მოკავშირეებისთვის ამ რთულ დროს ყველას გვმართებს ერთიანობა და ჩვენი ერთობლივი მომავლის სასიკეთოდ მოქმედება. მოვუწოდებ "ვაგნერის" რიგებში მებრძოლ ყველა ჩვენს თანამემამულეს, პროვოკაციებს არ აჰყვეს და არანაირი მონაწილეობა არ მიიღოს "ვაგნერის" ხელმძღვანელობის კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში" - ნათქვამია გაგლოევის მიმართვაში.

ცნობისთვის: დღეს რუსეთის დროით დაახლოებით 10:00 სთ-ზე პრეზიდენტმა პუტინმა ერს მიმართა და "ვაგნერი" ღალატში დაადანაშაულა. საპასუხოდ პრიგოჟინმა პუტინს ნაძირალა უწოდა, განაცხადა, რომ "პუტინმა არასწორი მხარე დაიჭირა, რაც მისთვისვეა უარესი" და რუსეთში "სამოქალაქო დაპირისპირების დაწყება გამოაცხადა".

დღესვე "ვაგნრელებმა" დონის როსტოვსა და ვორონეჟში მდებარე ყველა სამხედრო ობიექტი დაიკავეს და "მოსკოვზე მარში" გამოაცხადეს. რუსული არმიის ავიაცია ამჟამად "ვაგნერელების" სვლის შეჩერებას, გზებისა და ხიდების დაბომბვით ცდილობს. საპასუხოდ პრიგოჟინის მებრძოლები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვერტმფრენებს აგდებენ. ზოგიერთი ტელეგრამ-არხის მონაცემებით, ამ დროისთვის ჩამოგდებულია 3 ვერტმფრენი და ერთი თვითმფრინავი, განადგურებული და დაზიანებულია რამდენიმე სამხედრო მანქანა.

ცოტა ხნის წინ როსტოვში, რუსეთის სამხრეთ-სამხედრო ოლქის შტაბის შენობასთან აფეთქება მოხდა, რომლის მიზეზები ამ დრომდე უცნობია. არსებულიინფორმაციით, შტაბს კვლავინდებურად "ვაგნერელები" აკონტროლებენ.

გამოცემა "ვაჟნიე ისტორიის" ინფორმაციით, პრიგოჟინის ყველაზე გამოცდილი მებრძოლები პროცესებში ჯერ არ ჩაურთავთ. "ევგენი პრიგოჟინისგან ოფიციალურ ბრძანებას ველით. როსგვარდია და ჯარი ზემოდგომთა ბრძანებების შესრულებაზე უარს აცხადებენ, ჩვენ კი ნაბრძანები გვაქვს, სრულ საბრძოლო მზადყოფნაში ველოდოთ ბრძანებას" - განუცხადა გამოცემას უკრაინაში მებრძოლმა ერთ-ერთმა "ვაგნერელმა".

23 ივნისის საღამოს პრიგოჟინმა რუსი სამხედროები "ზურგში დასასვენებლად მყოფ "ვაგნერელებზე" თავდასხმაში" დაადანაშაულა და პირობა დადო, რომ "პასუხს აგებინებს თავდაცვის სამინისტროს ჩინოსნებს, უპირველესად - მინისტრ სერგეი შოიგუს. მოგვიანებით გავრცელებულ ერთ-ერთ აუდიო-მიმართვაში პრიგოჟინმა დააზუსტა, რომ მისი მებრძოლები როსტოვისკენ მიემართებოდნენ.

ამის შედმეგ პრორუსული ტელეგრამ-არხები ავრცელებდნენ ცნობებს, თითქოს პრიგოჟინის აუდი-მიმართვები ჰაკერების მიერ გავრცელებული ფეიქები იყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S