Accentnews.ge
მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილი: "გუშინ ვიყავი "კარფურთან", სადაც ვცემე მიშა მშვილდაძე, არსად დამალვას არ ვაპირებ"

მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილი: "გუშინ ვიყავი "კარფურთან", სადაც ვცემე მიშა მშვილდაძე, არსად დამალვას არ ვაპირებ"

28/06/2023 10:22:09 სამართალი, საზოგადოება

მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ „ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელ მიშა მშვილდაძეს მან სცემა.

„მე ვარ ნიკოლოზ გუგეშაშვილი, გლდანელი კაცი, 4 შვილის მამა. გუშინ ვიყავი ვაჟა ფშაველაზე, "კარფურთან", სადაც ვცემე მიშა მშვილდაძე. ცემის მიზეზია ის რომ ეკლესიას მოიხსენიებს კრიმინალად და იძახის რომ ჯვარი არის ძალადობის სიმბოლო, აგინებს პატრიარქს, ქართველ ერს და იცავს მამათმავლებს, ასევე ფეისბუქით გვაგინებს მე და ჩემს მეგობრებს. ამიტომაც მოხვდა. არსად დამალვას არ ვაპირებ შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia“, – წერს მოქალაქე სოციალურ ქსელში.

მიშა მშვილდაძეს თავს 27 ივნისს დაესხნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობის) მუხლით დაიწყო.

"ფორმულას" ცნობით, მას შსს–ში განუცხადეს, რომ ამ "პოსტის" შესახებ ინფორმაცია აქვთ, თუმცა თავდამსხმელის დაკავების ან იდენტიფიცირების შესახებ ინფორმაციას არ აზუსტებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S