Accentnews.ge
საგარეჯოში შვილმა დედა მოკლა

საგარეჯოში შვილმა დედა მოკლა

28/06/2023 15:43:33 სამართალი, საზოგადოება

საგარეჯოში 46 წლის ქალი დედის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული თავისუფლების 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით ვერსიით, ბრალდებულმა ქალმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დედას - 1946 წელს დაბადებულ ე.ქ.-ს ცივი იარაღით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა.

ქალი ცხელ კვალზე დააკავეს.

იუწყებიან, რომ პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S