Accentnews.ge
თინა ბოკუჩავა: სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაში „ოცნება“ დიდ პოლიტიკურ ფასს გადაიხდის

თინა ბოკუჩავა: სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაში „ოცნება“ დიდ პოლიტიკურ ფასს გადაიხდის

29/06/2023 09:54:47 პოლიტიკა

"ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ "სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაში „ოცნება" დიდ პოლიტიკურ ფასს გადაიხდის , მაგრამ პუტინის საამებლად, დარწმუნებული ვარ, მზად არის, ასეთ პოლიტიკურ მსხვერპლზეც წავიდეს".

მისი თქმით, ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ ყველაფრის მიუხედავად ძალაუფლებას შეინარჩუნებს, რაშიც ცდება.

"ძალიან ძვირი პოლიტიკური ფასი დაუჯდათ, მათ შორის, საჰაერო მიმოსვლის აღდგენა. თქვენ გახსოვთ, ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნის ელჩმა ოფიციალური დემარში გამოუცხადა ქვეყანას, რომელიც ცდილობს გახდეს ევროკავშირის წევრი. ამიტომ სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაში, ბუნებრივია, დიდ პოლიტიკურ ფასს გადაიხდის "ოცნება" ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, მაგრამ პუტინის საამებლად რომლისთვისაც ახლა ძალიან მნიშვნელოვანია იზოლაციაში ყოფნის პირობებში, ალტერნატიული სატრანსპორტო გზების ძიება, დარწმუნებული ვარ მზად არის ასეთ პოლიტიკურ მსხვერპლზეც წავიდეს, რადგან თვლის, რომ მაინც არჩევნების გაყალბების გზით შეინარჩუნებს ძალაუფლებას. სწორედ აქ ცდება ივანიშვილი, როცა ქვეყნის ღია რუსფიკაციის ფონზე ჰგონია, რომ ნებისმიერი გაყალბების პირობებში ძალაუფლების შენარჩუნებას შეძლებს,"- განაცხადა ბოკუჩავამ.

ამავე თემაზე: ზახაროვა: "რუსეთი ძალისხმევას არ იშურებს აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღსადგენად"

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S