
ცხინვალი საქართველოს მოქალაქის გათავისფლების შესახებ იუწყება
29/06/2023 15:58:21 კონფლიქტები
ოსური დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი 21 ივნისს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გათავისფლების შესახებ იუწყება.
საუბარია რუსთავის მკვიდრ ლაშა ბახტურიძეზე, რომელსაც ცხინვალი დე ფაქტო საზღვრის "უკანონო კვეთას" ედავებოდა და ირწმუნებოდა, რომ საქართველოს მოქალაქემ, "რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, გამიზნულად გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი დმენისის მიდამოებში".
"დღეს, 29 ივისს, საქართველოს მოქალაქე სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკიდან გავაძევეთ და ქართულ მხარეს გადავეცით" - დასძენს დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი.