Accentnews.ge
"დავრჩით გაღიმებულები, ჩვენი ოპოზიცია გაიქცა, რომ მიეხმაროს ბატონ "ქურქუმალ ვაითს",  შესაბამისად, მე ვიტოვებ უფლებას, მათ აბსურდულ და შეურაცხმყოფელ კითხვებს არ ვუპასუხო"

"დავრჩით გაღიმებულები, ჩვენი ოპოზიცია გაიქცა, რომ მიეხმაროს ბატონ "ქურქუმალ ვაითს",  შესაბამისად, მე ვიტოვებ უფლებას, მათ აბსურდულ და შეურაცხმყოფელ კითხვებს არ ვუპასუხო"

30/06/2023 12:45:41 ციტატა

"დავრჩით გაღიმებულები ბატონო ფრიდონ. მე შემატყობინეს, რომ ჩვენი ოპოზიცია გაიქცა პარლამენტის დარბაზიდან, რომ მიეხმაროს ბატონ "ქურქუმალ ვაითს", როგორ იგი თავად უწოდებს თავის თავს, ძალიან სამწუხაროა და საწყენია, რომ ჩვენ დღეს არ გვყავს წარმომადგენელი ოპოზიცია, რომელმაც ძალიან ბევრი კითხვა დამისვა და კითხვებზე პასუხების მოსასმენად დარბაზში აღარ დაგვხვდნენ. შესაბამისად, მე ვიტოვებ უფლებას, მათ აბსურდულ და შეურაცხმყოფელ კითხვებს არ ვუპასუხო. საზოგადოებისთვის შეიძლება მაინც გავაკეთო რამდენიმე მათ გამონათქვამზე რეაგირება, რათა არ დარჩეს განცდა, ომ ჩვენ რაიმე კითხვას გავურბივართ", – ამის შესახებ პარლამენტის სხდომათა დარბაზში დაბრუნებულმა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მანამდე, ენმ–ის წევრმა დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ისინი მიემართებიან კასპში, სადაც ადგილზე ვითარება დაძაბული რჩება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S