MDF: სახელისუფლებო ბლოგერი ხელოვნური ინტელექტის გენერირებულ ფოტოს იყენებს

22-11-2019 12:22:27 სხვა ,მითები და სტერეოტიპები

„გიორგი აღაპიშვილის ბლოგის“ ფეისბუკის პროფილის ფოტოზე გამოსახული ადამიანი არ არსებობს. ფოტოს დეტალები, რომელიც მედიის განვითარების ფონდის (MDF) მკვლევარმა გაანალიზა, აჩვენებს, რომ ფოტო ხელოვნური ინტელექტითაა შექმნილი.

გიორგი აღაპიშვილის ბლოგს - რომელიც 2019 წლის 22 ივლისიდან მოქმედებს - 3 ადმინისტრატორი ჰყავს და 2 000 მოწონება აქვს.



ასიმეტრია - ასიმეტრიული ობიექტები გენერირებული ფოტოების ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია. აღაპიშვილის ფოტოზე ტუჩები ასიმეტრიულია.

პრეტრუბაცია, ანუ ე.წ. ღრმულები - ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ფოტოები ხშირად იკეთებენ ე.წ. ღრმულებს, რასაც პრეტრუბაციას ეძახიან. გიორგი აღაპიშვილის ბლოგის ფოტოზე ასეთი პიქსელი ფოტოს მარცხენა მხარეს ყურის თავზეა გამოსახული.

თმა - გენერირებულ ფოტოებზე თმა ხშირად შერეულია სხვა ობიექტებთან, როგორიცაა კანი ან ფონი. გიორგი აღაპიშვილის ფოტოზე შუბლთან თმა აწეწილია და შერეულია შუბლის კანთან. ასევე კანთან არის შერეული ულვაშის ადგილას მუქი ფერის თმა.

ბლოგზე ძირითადად ხელისუფლების მხარდამჭერი და ანტისამთავრობო აქტივისტებისა და პოლიტიკოსების საწინააღმდეგო პოსტები იდება. MDF-ის ინფორმაციით, აღაპიშვილის ბლოგს ქართული ონლაინპლატფორმები ხშირად ციტირებენ და წყაროდ იყენებენ.



ახალი ამბები

სხვა სიახლეები