Accentnews.ge
სტამბოლის აეროპორტში ინალ არძინბას დაკავება სცადეს

სტამბოლის აეროპორტში ინალ არძინბას დაკავება სცადეს

30/06/2023 14:18:09 კონფლიქტები

უკრაინის მოთხოვნის საფუძველზე რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ ინალ არძინბას სტამბოლის აეროპორტში აკავებდნენ, - წერს ტელეგრამ-არხი «Легитимный», რომელიც ამჟამად მომხდარის დეტალების გარკვევას ცდილობს.

თავის მცრივ ტელეგრამ-არხ «Абхазия Центр»-ს ზემოაღნიშნული ინფორმაცია საეჭვოდ მიაჩნია და გმოთქვამს ვარაუდს, რომ კრემლის შეგირდი არძინბა "თურქულმა სპეცსამსახურმა MIT-მა დროებით შეაყოვნა, რის შემდეგაც გაუშვა".

აფხაზურ დე ფაქტო საგარეო უწყებას მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

გუშინ 29 ივნისს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, კრემლის ახალგაზრდა შეგირდი ინალ არძინბა, რომელიც კიევს ძებნაში ჰყავს გამოცხადებული, თურქეთს ეწვია.

დე ფაქტო უწყების პრეს-სამსახურის ცნობით, არძინბას ადგილზე "თურქეთში აფხაზეთის სრულუფლებიანი წარმომადგენელი" იბრაჰიმ ავიძბა დახვდა, რის შემდეგაც მათ "წარმომადგენლობის" ოფისში თათბირი გამართეს "თურქეთში აფხაზეთის კულტურული ცენტრების ფედერაციის" ხელმძღვანელ მურატ მახარიას მონაწილეობით.

"თათბირის მსვლელობისას არძინბამ თურქეთში თანამემამულეებთან მუშაობის გააქტიურების, რუსი კოლეგების დახმარებით აფხაზეთის საერთაშორისო კონტაქტების გაფართოებისა და საინფორმაციო პოლიტიკის გააქტიურების აუცილებლობას გაუსვა ხაზი" - იუწყებოდაა დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური გუშინ.

გარდა ამისა, ინალ არძინბამ შეხვედრები გამართა თურქული "სამშობლოს პარტიის" ლიდერ დოგუ პერინჩეკთან, თურქული პარლამენტის დეპუტატ თალიხ ოსჯანთან და თურქეთში რუსეთის ელჩთან ალექსეი ერხოვთან.

ცნობისთვის: ინალ არძინბა 2015 წლიდან უკრაინაში ძებნაშია გამოცხადებული. პროკურატურამ მას დაუსწრებლად წარუდგინა ბრალი უკრაინის სახელმწიფო საზღვრების შეცვლის, კრემლის თანამოაზრეთა გადაბირებისა და ოდესის ოლქის ტერიტორიაზე "ბესარაბიის" უკანონო სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის გამოცხადებისთვის საფუძვლების მზადებაში, ასევე ტერორისტული ორგანიზაცია "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" წევრობაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S