Accentnews.ge
მიშა მშვილდაძეზე თავდასხმაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

მიშა მშვილდაძეზე თავდასხმაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

30/06/2023 17:32:00 სამართალი

ტელეკომპანია ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმაში ბრალდებულ ნიკოლოზ გუგეშაშვილს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიებად 20 ათასი ლარის ოდენობის გირაოს მოითხოვდა.

ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს 27 ივნისს უცნობი პირი თავს დაესხა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

28 ივნისს სოციალურ ქსელში მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილმა დაწერა, რომ გუშინ 27 ივნისს ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს მიშა მშვილდაძეს თავს ის დაესხა.

გუგეშაშვილის თქმით, თავდასხმის მიზეზი ისაა, რომ მშვილდაძე "ეკლესიას მოიხსენიებს კრიმინალად და იძახის, რომ ჯვარი არის ძალადობის სიმბოლო, აგინებს პატრიარქს, ქართველ ერს და იცავს მამათმავლებს".

ამავე დღეს მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს.

29 ივნისს მშვილდაძეს მდაზარალებულის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა.

დაზარალებული მიიჩნევს, რომ მასზე თავდასხმა კრიტიკული პოზიციის გამო განხორციელდა და მუხლი უნდა გადაკვალიფიცირდეს.

იხილეთ ასევე: მშვილდაძე კამერების ჩანაწერების ამოღებას მოითხოვს: "ნუ მოაწერთ ხელს კრიმინალს!"

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S