გონჩარენკო: ფოტოებზე ძლივს ამოიცნობთ სააკაშვილს, საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინის ომბუდსმენს უნდა მისცეს მისი მონახულების უფლება
03/07/2023 16:50:18 პოლიტიკა
"ფოტოთი თუ ვიმსჯელებთ, მდგომარეობა კრიტიკულია! სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ მისთვის!" - ასე ეხმიანება უკრაინელი პოლიტიკოსი ოლექსეი გონჩარენკო საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და სოციალურ ქსელში მის ფოტოებს აქვეყნებს დღევანდელი სასამართლო პროცესიდან, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი დისტანციურად კლინიკიდან ჩაერთო.
''ამ ფოტოებზე ძლივს ამოიცნობთ სააკაშვილს. ის სასწრაფოდ უნდა გაათავისუფლონ! საქართველოს ხელისუფლებამ უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარს უნდა მისცეს მისი მონახულების უფლება და ასევე, სასწრაფოდ უნდა გადაყვანონ სამკურნალოდ! ფოტოთი თუ ვიმსჯელებთ, მდგომარეობა კრიტიკულია! სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ მისთვის! '', - წერს გონჩარენკო.


