
თბილისი წნელისის საგუშაგოს საკითხში პოზიციას იცვლის?
04/07/2023 08:13:17 კონფლიქტები
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება წნელისის ქართული საპოლიციო საგუძაგოს გაუქმებას კვლავ დაჟინებით მოითხოვს და "ქართული მხარის პასუხები" ამის მიღწევის "იმედის საფუძველს აძლევს". ამის შესახებ ჟურნალისტებს ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა ეგორ კოჩიევმა განუცხადა.
მისივე თქმით, საკითხი 3 ივლისს სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული მორიგი - 113-ე შეხვედრის ფარგლებში განიხილეს.
«ჩვენ გვინდა, რომ ეს საგუშაგო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიიდან გავიდეს და ამ მიწაზე აღარ იყოს საბაბი ვითარების დესტაბილიზაციისთვის. ამის იმედს იძლევა აზრთა კონსტრუქიული გაცვლა, რომელიც ხდება ჩვენს შეხვედრებზე და ქართული მხარის წარმომადგენლების პასუხები" - განუცხადა 3 ივლისის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს კოჩიევმა.
წნელისის საკითხში ქართული მხარის პოზიციის გასარკვევად "აქცენტი" საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.