Accentnews.ge
ცხინვალი ბელარუსის პარლამენტისთვის "სამხრეთ ოსეთის" აღიარების თხოვნით მიმართვას გეგმავს

ცხინვალი ბელარუსის პარლამენტისთვის "სამხრეთ ოსეთის" აღიარების თხოვნით მიმართვას გეგმავს

06/07/2023 06:57:48 კონფლიქტები

ბელარუსის მიერ ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ე.წ დამოუკიდებლობის შესაძლო აღიარების საკითხი ოსური დე ფაქტო პარლამენტის სხდომაზე განიხილეს. ბელარუსული პარლამენტისთვის აღიარების თხოვნით მიმართვის ინიციატივა დე ფაქტო დეპუტატმა ალან ტეხოვმა გააჟღერა.

"ახლა ამის შესაძლებლობა გვაქვს. თუ ადრე გარკვეული პოლიტიკური შედეგების, მათ შორის სანქციების საფრთხე არსებობდა, სადღეისოდ სანქციები უკვე სახეზეა. ასე, რომ ჩვენი რესპუბლიკის საგარეო უწყებამ თავისი ხაზით უნდა დაამუშავოს ეს საკითხი" - განაცხადა დე ფაქტო დეპუტატმა.

"პარლამენტის" ე.წ სპიკერმა ალან ალბოროვმა საგარეო პოლიტიკისა და პარლამენტთაშორისი კავშირების კომიტეტის თავმჯდომარეს ზაზა დრიაევს საკითხის შემდგომი დამუშავება დაავალა.

ცნობისთვის: 2021 წლის აგვისტოში ლუკაშენკომ უამბო ჟურნალისტებს, რატომ არ აღიარა თავის დროზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონები. მისი მტკიცებით, დასავლეთი მინსკს დამატებითი ფინანსური სანქციების დაწესებით ემუქრებოდა, მოსკოვმა კი უარი განუცხადა, ბელარუსისთვის აღიარების შემთხვევაში მოსალოდნელი დანაკარგების კომპენსირება მოეხდინა. ამასთან, ლუკაშენკომ "საქართველოსგან ოსეთის მოწყვეყას" "ცუდი ფაქტი" უწოდა.

2022 წლის 28 სექტემბერს ლუკაშენკო აფხაზეთს, კერძოდ ბიჭვინთას ეწვია, სადაც დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მან განაცხადა, რომ ბჟანიასთან "სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების" საკითხები განიხილა. ამ ვიზიტამდე ლუკაშენკო სოჭში რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინს ხვდებოდა.

20223 წლის 21 თებერვალს ასლან ბჟანია ლუკაშენკოს მინსკში ეწვია, რა დროსაქც ბელარუსის ლიდერმა გააჟღერა წინადადება, "თბილისი, სოხუმი და მინსკი რაღაცნაირად შეირწყან".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S