Accentnews.ge
ცხინვალი "სასაზღვრო კანონმდებლობის" დარღვევის გამო, 6 თვეში 200-მდე მოქალაქის დაკავების შესახებ იუწყება

ცხინვალი "სასაზღვრო კანონმდებლობის" დარღვევის გამო, 6 თვეში 200-მდე მოქალაქის დაკავების შესახებ იუწყება

07/07/2023 06:45:07 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის "უშიშროების კომიტეტი" ე.წ. საზღვრის დარღვევის ნახევარი წლის სტატისტიკას აქვეყნებს და აცხადებს, რომ გასული 6 თვის განმავლობაში "სასაზღვრო კანონმდებლობა" 185-მა პირმა დაარღვია, მათგან 8 ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დამრღვევია, 86- ე.წ სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის, ხოლო 91- ე.წ. სასაზღვრო ზონის რეჟიმის კანონდამრღვევი.

როგორც გავრცელებულ ცნობაშია აღნიშნული, დე ფაქტო სასაზღვრო სამსახურმა დარღვევის თითოეულ ფაქტზე გამოძიება ჩაატარა:

„121 პირს დაეკისრა ადმინისტრაციული ჯარიმა, 3 პირი გააძევეს რესპუბლიკიდან, „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ კანონის მე-14 მუხლით. ჯარიმების გარეშე გაფრთხილებულია 46 პირი, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 7 პირის მიმართ“.

ამჟამად ცხინვალის ციხეში საქართველოს 8 მოქალაქე იმყოფება უკანონო ტყვეობაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S