Accentnews.ge
პაპუაშვილი: ვხედავდით მეუფე შიოზე პერსონალურ შეტევებს, როგორც ჩანს, ვიღაცას უნდოდა, საქმეზე გადასულიყო

პაპუაშვილი: ვხედავდით მეუფე შიოზე პერსონალურ შეტევებს, როგორც ჩანს, ვიღაცას უნდოდა, საქმეზე გადასულიყო

07/07/2023 07:20:48 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლაზე გააკეთა კომენტარი.

მიუხედავად იმისა, რომ როგორც თავადვე აღნიშნა, "ჯერჯერობით რასაც ვხედავთ, არის ეჭვები და არა დადასტურებული", თქვა ისიც, რომ მასზე პერსონალური შეტევები ხორციელდებოდა და "როგორც ჩანს, ვიღაცას ახლა საქმეზე უნდოდა, გადასულიყო"

„შოკისმომგვრელია, თუკი ასეთი რამ დადასტურდა. ჩვენ ვხედავდით, მათ შორის მეუფე შიოზე პერსონალურ შეტევებს და მისი დისკრედიტაციის მცდელობებს სიტყვით. როგორც ჩანს, ვიღაცას ახლა უნდოდა საქმეზე გადასულიყო. აი, ეს არის ის „ბოლშევიკური“ მეთოდები, რომელიც ისტორიულად საქართველოში გამოყენებული იყო ხოლმე: ჯერ სიტყვით ცდილობდნენ ადამიანის მოკვლას და შემდეგ საქმით ცდილობდნენ ადამიანის მოკვლას. მე იმედი მაქვს, რომ ეს არ დადასტურდება, რომ რაიმე განზრახი ქმედება იყო, მაგრამ მეორე მხრივ, საკმაოდ საეჭვო გარემოებებია, რაც გვესმის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ვინ ესხმოდა თავს მეუფე შიოს, პაპუაშვილი ამბობს, რომ „საჯაროდ ცნობილი ფაქტია და ყველამ შეიძლება, ნახოს, თუ ვინ ებრძვის ქართულ ეკლესიას, პერსონალურად ვის მიაქვს შეტევები, მათ შორის, მეუფე შიოზე“:

„ეს ჩვენს ისტორიაში პირველად არ ხდება, ყველამ გადახედოს თავის ისტორიას. ჩვენ ადამიანები სიტყვითაც არ უნდა მოვკლათ“.

მანამდე საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ დასაბუთების გარეშე მოწამვლის ვერსიის მტკიცების უფლება არ აქვთ, თუმცა გამორიცხულიც არ არის, „რადგან ნივთიერება, რომელიც მეუფე შიოს სისხლში აღმოჩნდა, არის შემთხვევები, როცა მოწამვლისთვის გამოუყენებიათ“.

მისივე თქმით, საჭიროა საკითხი შესაბამისმა უწყებებმა შეისწავლონ.

იხილეთ ასევე: ჯეჯელავა: საპატრიარქოს "კარის თამაშების" ახალი სერია გვაქვს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S