Accentnews.ge
ოკუპანტებმა საქართველოს 6 მოქალაქე გაიტაცეს

ოკუპანტებმა საქართველოს 6 მოქალაქე გაიტაცეს

07/07/2023 08:00:07 კონფლიქტები

ოკუპანტებმა 7 ივლისს საქართველოს 6 მოქალაქე გაიტაცეს,– ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის ალექსი ბატიაშვილის მიერ სუს-ის 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას გახდა ცნობილი, რომელსაც სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე უსმენენ.

მისი თქმით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ჩართული არიან საერთაშორისო პარტნიორები:

"გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ჩართულები არიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. დადასტურებულია უკვე მათი დაკავება და ველოდებით მოვლენების შემდგომ განვითარებას. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ადამიანები რაც შეიძლება მალე დაუბრინდნენ თავიან ოჯახებს“,- განაცხადა ალექსი ბატიაშვილმა".

სუს–ის წარმომადგენლის თქმით, გასული წლის განმავლობაში ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის მიმართულებით უკანონოდ დააკავეს 44, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით – 13 პირი.

ცნობილია, რომ ამჟამად ცხინვალის ციხეში საქართველოს 8 მოქალაქე იმყოფება უკანონო ტყვეობაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S