Accentnews.ge
ხუხაშვილი: ივანიშვილს იმდენად გაუჭირდა, რომ საკუთარი მითოლოგია მთლიანად დაამსხვრია

ხუხაშვილი: ივანიშვილს იმდენად გაუჭირდა, რომ საკუთარი მითოლოგია მთლიანად დაამსხვრია

07/07/2023 16:51:39 კომენტარი

ბუნებრივია, რომ ეს საქმე ინიცირებულია ივანიშვილის მხრიდან, ეს მოსამართლემაც თქვა – მისი საჩივრის საფუძველზეა წამოწყებული დავა, – ამბობს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი, ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ივანიშვილის ყოფილი ფინანსური მრჩევლის გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით და შემდეგ გარემოებებზე ამახვილებს ყურადღებას:

  • რატომ დაამსხვრია ბიძინა ივანიშვილმა მითი იმის შესახებ, რომ მას საქართველოში ფინანსური ინტერესები არ აქვს, რაზეც მთელი ამ ხნის განმავლობაში აპელირებდა მმართველი გუნდი?
  • ივანიშვილმა ფაქტობრივად დაადასტურა ინფორმაცია, რაზეც მედია და მისი პოლიტიკირი ოპონენტები ინტენსიურად საუბრობდნენ, რომ ის ჩართულია კრიპტობიზნესში. ამ კონტექსტში ყურადღება მახვილდებოდა იაფ ან უფასო ელექტროენერგიაზე, საგადასახადო შეღავათებზე. ანუ, შემოსავლების საზოგადოების ხარჯზე გაზრდაზე.

რაც შეეხება დაცვის მხარის სტრატეგიას, რომელიც პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს ბაჩიაშვილის მიერ უკრაინისთვის ღიად გამოცხადებული მხარდაჭერის გამო, ხუხაშვილი არასერიოზულად აღიქვამს:

„რაც შეეხება ბაჩიაშვილის ჰეროიზაციას, რომ თურმე ბიზნესმენებს ჩაგრავს ხელისუფლება და აქ პოლიტიკური მოტივებია, არასერიოზულია. ბაჩიაშვილი პოლიტიკური ფიგურა არაა, არ აინტერესებს პოლიტიკა, მისი პოლიტიკური აქცენტები არავის მოუსმენია. მათი სტრატეგია მესმის, მაგრამ კომუკურია. კარგად ვიცნობ ივანიშვილსაც და ბაჩიაშვილსაც.

ბიზმესმენად წარმოდგენაც არასერიოზულია. მსოფლიოში არ არსებობს ბიზნესი, რომელიც წელიწადში 800%–ს „წერს“. ციფრები, რაც იყო გამოქვეყნებული, რომ 5–მა მილიონმა 40 მილიონი „დაწერა“, ნარკობიზნესსაც არ აქვს ასეთი რენტაბელობა. ეს მხოლოდ ბიზნესი არა, პირდაპირი კრიმინალია!

მაგრამ აქ საინტერესო სხვა რამაა:

  • როგორც ჩანს, რაღაც სერიოზული მიზეზია, რის გამოც წამოიწყო ივანიშვილმა ეს თემა. ზოგადად ივანიშვილი დგას მითქოლოგიაზე, რომ ის არის ქველმოქმედი, რომ საქართველოში არანაირი ბიზნესინტერესები არ აქვს. მუდმივად ამაზე აყალიბებს ივანიშვილის პორტრეტს ხელისუფლება. მან ამ ვითარებაში გადადგა ნაბიჯი და გვაჩვენამ რომ არათუ ბიზნესი არ აქვს, აქვს, რომელიც „წერს“ 800%–ს წელიწადში. კრიპტოვალუტის მაინინგი საქართველოში არ იყო ჩვეულებრივი ბიზნესი. სერიოზული პრეფერენციები მიიღო ამ საქმიანობამ – ფაქტობრივად, ჩვენს ხარჯზე მოხდა: იაფი ელექტროენერგია, საგადასახადო შეღავათები...ფაქტობრივად ნულოვანი ხარჯები იყო და დადგება დრო, როდესაც ეს საკითხი სერიოზულად იქნება შესწავლილი. ბიძინა ივანიშვილს იმდენად გაუჭირდა, ანუ მიზეზი იმდენად სერიოზულია, რომ მან საკუთარი იმიჯი, საკუთარი მითოლოგია მთლიანად დაამსხვრია“.

მისი შეფასებით, რაც ამჟამად ბაჩიაშვილსა და ივანიშვილს შორის ხდება, ეს არა სამართლებრივი პროცესი, ტიპიური „ქუჩური გარჩევაა“, რაშიც ჩართულია პროკურატურა:

„ბიძინა სავსებით სამართლიანად ეუბნება ბაჩიაშვილს, „შენი ლამაზი თვალებისთვის გაძლევდნენ იაფ ელექტროენერგიას, გადასახადებისგან გათვალისუფლებდნენ და ა.შ? ეს ჩემს გამო ხდებოდა და წილი მოიტა, ძმაოო“. ეს არა პოლიტიკური მოტივები, არამედ საქმის გარჩევაა! მთავარი მაინც ისაა, რომ ბიძინას ძალიან გაუჭირდა. მას სჭირდება, ბაჩიაშვილი მთლიანად აიყვანოს კონტროლის ქვეშ, არ მისცეს გასაქანი. თუ რატომ, ეს აქ არის მთავარი“.

***

6 ივლისს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, "პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა გ.ბ.-მ 2015 წლის ზაფხულში, მის მიერ პირადად მობილიზებული და ინვესტორის მიერ გადაცემული თანხებით კრიპტოვალუტა – ბიტკოინის გამომუშავება/მაინინგში ინვესტიცია განახორციელა.

ბრალდებულმა, რომლის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაშიც იმყოფებოდა მაინინგის შედეგად გამომუშავებული სრული კრიპტოვალუტა, 2017 წლის ოქტომბერში, ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა".

მოგვიანებით, სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 2 500 000 ლარის ოდენობით შეუფარდა.

ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში გიორგი ბაჩიაშვილს თავისუფლების 9-დან 12 წლამდე აღკვეთა ემუქრება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S