Accentnews.ge
NATO-ში აშშ-ის ელჩი საქართველოს მიმართ ალიანსის დამოკიდებულებაში ცვლილებას ვერ ხედავს

NATO-ში აშშ-ის ელჩი საქართველოს მიმართ ალიანსის დამოკიდებულებაში ცვლილებას ვერ ხედავს

07/07/2023 17:52:42 პოლიტიკა

საქართველო რჩება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მჭიდრო პარტნიორად და საფუძველი, ვისაუბროთ ამ კურსის ცვლილებაზე, ჯერ არ არსებობს,– ამის შესახებ ნატოში შეერთებული შტატების მუდმივმა წარმომადგენელმა ჯულიან სმიტმა პარასკევს ბრიფინგზე განაცხადა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ. კითხვა წარმოშვა ალიანსის გენმდვნის პრესკონფერენციამ, რომელზეც იენს სტოლტენბერგს საქართველო ფაქტობრივად არ უხსენებია.

დიპლომატმა აღნიშნა, რომ ალიანსი აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციის ფონზე და გმობს რუსეთის მიერ 2008 წელს გაჩეღებულ ომს.

„ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას სრული სუვერენიტეტისკენ სწრაფვაში და ცხადია, განვაგრძობთ მისი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას“, - განაცხადა სმიტმა და დასძინა, „მე ვერ ვხედავ რაიმე ცვლილებას ალიანსის დამოკიდებულებაში საქართველოს მიმართ, ჩვენ ვაგრძელებთ ამ ქვეყნის მხარდაჭერას, როგორც ნატოს ახლო პარტნიორის და მომავალშიც ვერ ვხედავთ რაიმე ცვლილებას“.

იხილეთ ასევე: ხიდაშელი: საქართველო არ არის ისტორიული სამიტის მოლოდინში

ნატო–ს სამიტი ვილნიუსლში 11–12 ივლისს გაიმართება. მასზე საქართველო საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე იქნება წარმოდგენილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S