Accentnews.ge
თეა ახვლედიანმა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

თეა ახვლედიანმა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

10/07/2023 08:48:48 კონფლიქტები, რეკლამა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა შეხვედრა გამართა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც აფხაზეთის რეგიონში სხვადასხვა სახის ჰუმანიტარულ და ნდობის აღდგენისკენ მიმართულ პროექტებს ახორციელებენ.

ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

მისი ცნობით, თეა ახვლედიანმა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, მათ შორის, შერიგებისა და ჩართულობის მიმართულებით, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერისა და აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობა აღნიშნა. მან აღნიშნულ კონტექსტში, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს აფხაზეთის რეგიონში ჰუმანიტარული და ნდობის აღდგენის ხელშემწყობი პროექტების განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.

„შეხვედრაზე მხარეებმა აფხაზეთის რეგიონში ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა კუთხით შექმნილ მდგომარეობასა და ადგილზე არსებულ საჭიროებებზე დეტალურად იმსჯელეს.

საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მათ მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტები, ასევე სამომავლო ინიციატივები მიმოიხილეს.

თავის მხრივ, თეა ახვლედიანმა ყურადღება შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების პროცესზე, მიღწეული შედეგებზე, სამომავლო ხედვებსა და ამოცანებზე გაამახვილა, რაც ერთი მხრივ, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობაზე ზრუნვასა და მათი სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას, ხოლო მეორე მხრივ - ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებებს შორის დიალოგის, ნდობის აღდგენის და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.

მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებასა და შემდგომ გაღრმავებაზე შეთანხმდნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S