
„უკრაინამ კარში შეაბიჯა, თქვენ კი შორიდან უყურებთ“: რას ელის NATO საქართველოსგან
10/07/2023 17:41:55 კომენტარი
"რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს ჟურნალისტი რაკარდ იოზვიაკი ამბობს, რომ ნატო–ს კონტექსტში საქართველოსა და უკრაინის მდგომარეობა, რომლებიც ამ გზაზე ერთად მიდიოდნენ, დღესა და ღამესავით განსხვავდება.
მისი თქმით, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, „ღია კარის“ თაობაზე კვლავ ძალაში რჩება, მაგრამ „უკრაინამ კარში შეაბიჯა, თქვენ კი შორიდან უყურებთ კარს – ესაა განსხვავება“.
„უკრაინას არ სჭირდება მაპი და ეს უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია. ისინი საკუთარ გზას მოითხოვენ წევრობისთვის. ეს ჯერ არ მომხდარა, მაგრამ თუ საქართველოს შევადარებთ, პროგრესია. უკრაინა მიიღებს დაპირებას, რომ ერთ დღეს გახდებიან წევრები, არ იციან, როდის მოხდება ეს, მაგრამ ეს ნაბიჯია წინ, ხოლო საქართველო იმ ადგილზე რჩება, სადაც ბუქარესტის სამიტის შემდეგ იყო. [...]
ზელენსკი ჩამოდის სამიტზე, უკრაინას ექნება ნატოში საკუთარი საბჭო, ხოლო საქართველო მხლოდ საგარეო საქმეთა მინისტრით იქნება წარნოდგენილი. ის მონაწილეობას მიიღებს შეხვედრაში ბოსნიასთან და მოლდოვასთან ერთად. მოლდოვა ბოსნიის მსგავსად არ არის ასპირანტი და საქართველოსთან მიახლოებულიც კი არაა. დღე და ღამესავით განსხვავდება საქართველოსა და უკრაინის მდგომარეობა – უკრაინა კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს სამიტის პირობებში“,– თქვა ჟურნალისტმა "ფორმულას" ეთერში.
მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე საქართველო მიწინავე ქვეყნად ითვლებოდა, მათ შორის, უკრაინასთან შედარებით, თუმცა შემდეგ მდგომარეობა შეიცვალა, რადგან „არ ჩანს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია, არ ჩანს, რომ სურვილი აქვს, პოლიტიკურად დაუჭიროს მხარი უკრაინას“:
„ქვეყნები ამიტომაც დაშორდნენ ერთმანეთს გასულ წელს, ეს დისტანცია გაიზარდა და სადღეისოდ საქართველო სამხედრო ნეიტრალური ქვეყნების ჯგუფშია.
„ის ფაქტო, რომ აქ არც პრემიერ–მინისტრი, არც პრეზიდენტი იმყოფება და არის მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრი, ძალიან ნეგატიურად აისახება ნატოსთან თქვენს ურთიერთობაზე“.
მისი თქმით, ნატო–ს ერთადერთი მოთხოვნა აქვს, რომ საქართველო იყოს უფრო აქტიური, უკრაინისთვის პოლიტიკური მხარდაჭერის აღმოჩენაში :
„ყველაზე განცვიფრებულები არიან განცხადებით, რომელიც საქართველომ გააკეთა, რომ ნატო–ს გაფართოებამ გამოიწვია ეს ომი. ამან გააოცა ნატო. როგორც კაია კალასმა [ესტონეთის პრემიერ–მინისტრი]განაცხადა, პრიგოჟინიც კი არ ფიქრობს ასე. საქართველო არ შემოიღებს სანქციებს, მაგრამ უფრო ძლიერი პოზიცია უნდა გამოხატოს – ამას ელიან მისგან“.
მისი თქმით, საქართველოსთვის შესაძლებლობების „ფანჯარა“ ღიაა, მაგრამ არა დიდი ხნით, რადგან შემდეგ წელს ევროპული და ამერიკული არჩევნებიც ტარდება, რამაც პოლიტიკური განწყობა შესაძლოა, შეცვალოს:
„ამიტომ, „ფანჯარა“ კიდევ რამდენიმე თვე დარჩება და საქართველომ რეალური ნაბიჯები უნდა გადადგას წინ, განსაკუთრებით, როდესაც ეს ეხება უკრაინის მხარდაჭერას. დასაწყისისთვის შეუძლია პოლიტიკური განცხადების გაკეთება. ასევე, როდესაც საქმე ეხება რუსეთს, ვიცით რომ ლაპარაკია ფრენებზე, სანქციებისთვის გვერდის ავლაზე... თქვენ სანქციები არ უნდა დააწესოთ, მაგრამ არ უნდა დაეხმაროთ მათთვის გვერდის ავლაში“.
მისივე თქმით, ამ სამიტიდან საქართველო მიიღებს თანხებს, რომ გააუმჯობესოს არსებული ბაზები და მდგომარეობა, როდესაც საქმე ეხება ბირთვულ და ქიმიურ იარაღს.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021