Accentnews.ge
ირაკლი კობახიძე: ის, რომ უკრაინა შეიძლება, NATO-ში MAP-ს გარეშე მიიღონ, ჩვენ ამის არ უნდა შეგვშურდეს

ირაკლი კობახიძე: ის, რომ უკრაინა შეიძლება, NATO-ში MAP-ს გარეშე მიიღონ, ჩვენ ამის არ უნდა შეგვშურდეს

11/07/2023 09:16:22 პოლიტიკა

ის, რომ უკრაინა შეიძლება, NATO-ში MAP-ს გარეშე მიიღონ, ჩვენ ამის არ უნდა შეგვშურდეს, რადგან უკრაინა ომშია და ბუნებრივია, მას მეტ ყურადღებას აქცევენ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც ქვეყნების NATO-ში მიღების დიფერენციაციის საფუძველი ომია, საქართველო მასში ჩასართავად ვერაფერს გააკეთებს.

„იმისთვის, რომ NATO-ს დავუახლოვდეთ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. ბევრი რამ, რა თქმა უნდა, გლობალურ პროცესებზე იქნება დამოკიდებული. ის, რომ უკრაინა შეიძლება MAP-ის გარეშე მიიღონ NATO-ში, ამის ჩვენ არ უნდა შეგვშურდეს. უკრაინა ომშია და ბუნებრივია, მათკენ მეტი ყურადღებაა მიქცეული. მიუხედავად ამისა, ერთი რამ უნდა გვახსოვდეს, 2008 წელს, როდესაც ჩვენ გვქონდა ომი, MAP-იც კი არ მოგვანიჭეს. როდესაც დიფერენციაციის საფუძველი ომის მდგომარეობაა, ამ მიმართულებით ჩვენ ვერაფერს ვიზამდით. არსებობდნენ ვიღაცები, ვისაც სურდა საქართველო ომში ჩართულიყო, თუმცა ჩვენ ამას ხელი არ შევუწყვეთ. თუმცა, ეს რაც მე ვთქვი, არ გაძლევთ იმ ლოგიკური დასკვნის გამოტანის საშუალებას, რომ NATO-ს წევრობის სტატუსს მხოლოდ ომში ჩართვის შემთხვევაში მივიღებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი შეფასებით, "მიზეზი იმისა, თუ რატომ არ იღებენ საქართველოს ალიანსში, პოლიტიკურია, რადგან ის რეფორმების თვალსაზრისი, როგორც უკრაინას, ასევე ალიანსის წევრობის მსურველ სხვა ქვეყნებსაც უსწრებს".

ამავე თემაზე: მორიგი ნაბიჯი უკან: საქართველო უსაფრთხოებაზე უარს ამბობს?

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S