Accentnews.ge
პროტესტის მიუხედავად, აფხაზურ "პარლამენტში" ე.წ აპრტამენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა დაიწყო

პროტესტის მიუხედავად, აფხაზურ "პარლამენტში" ე.წ აპრტამენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა დაიწყო

12/07/2023 12:55:30 კონფლიქტები

პროტესტის მიუხედავად, აფხაზური "პარლამენტის" "სახელმწიფო-სამართლებრივი პოლიტიკის" კომიტეტში ე.წ აპრტამენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა დაიწყო.

შესაბამისი ინიციატივა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერ ასლან ბჟანიას ეკუთვნის.

როგორც სხდომის გახსნისას ხსენებული კომიტეტის დე ფაქტო თავმჯდომარემ დაუტ ხუტავამ განაცხადა, "რიგი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისგან მიღებული წერილები, რომლებშიც ისინი კანონპროექტის დამნტკიცების დაუშვებლობაზე საუბრობენ".

პროტესტანტებს შორისაა პარტია "ამცახარაც", რომელიც, კერძოდ, აპარტამენტების მშენებლობის კვოტის სულ მცირე, 21 ათასამდე შემცირებას ითხოვს. ოპოზიციონერი კან კვარჩია კი მთლიანობაში წარმოდგენილი სახით კანონპროექტის მიღების წინააღმდეგია. მანამდე ტექსტი სოცქსელში გამოქვყენდა. კანონპროექტის თანახმად, აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე ასაშენებელი აპრტამენტების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 30 ათას ერთეულს, სოხუმსა და სოხუმის რაიონში კი - ხუთი ათასს.

კანონპროექტში აპრტამენტი განსაზღვრულია, როგორც არასაცხოვრებელი, კომერციული ფართი სულ მცირე 20 კვადრატული მეტრი, რომელიც 1 ან მეტი ოთახისგან შედგება სამზარეულო და საძინებელი ზონების ჩათვლით და გამიზნულია დროებითი ცხოვრებისთვის. აპარტამენტის მფლობელი შეიძლება, გახდეს ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ხსენებულ ფართს საკუთრების უფლებით ფლობს. "აპარტამენტი არ წარმოადგენს საცხოვრებელ ფართს და არ არის გამიზნული მუდმივი ცხოვრებისთვის" - იქვე აღნიშნულია დოკუმენტში.

ამასთანავე, კანონპროექტის მიხედვით, აპარტამენტების შეძენა აეკრძალებათ პირებს, "რომლებიც წარსულში გამოდიოდნენ ან დღესაც გამოდიან აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის წინააღმდეგ, მონაწილეობა აქვს მიღებული აფხაზეთის წინააღმდეგ ბრძოლებში, ან დახმარებას უწევდა საოკუპაციო რეჟიმს, ან ჩადენილი აქვს აფხაზეთის მოქალაქეების წინააღმდეგ პოლიტიკური, ეროვნული, შუღლისა და მტრობის მოტივით დანაშაული".

გარდა ამისა, კანონპროექტის მიხედვით, აპარტამენტის ფლობა არ წარმოადგენს საფუძველს უცხოეთის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ აფხაზური ე.წ მოქალაქეობისა და ბინადრობის უფლების მიღებისთვის.

კანონპროექტის მოწინააღმდეგეები თვლიან, რომ რეალურად საუბარია უძრავი ქონების უცხოეთის მოქალაქეებზე მიყიდვაზე, რაც აფხაზეთის მოქმედი კანონმდებლობით დღემდე იკრძალებოდა. ამასთან, ისინი კანონპროექტს ამასწინათ დაანონსებულ შემაშფოთებელ სიახლეს უკავშირებენ, რომლის თანახმად, აფხაზეთში რუსეთის 200 ათასი მოქალაქის ჩასახლება იგეგმება.

"აფხაზეთის მოსახლეობა 340 ათასამდე გაიზრდება, რომელთაგან ადგილობრივი 30%-ზე ნაკლები იქნება" - აცხადებენ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S