მეთიუ მილერი: საქართველო NATO–ს გაძლიერებული შესაძლებლობების მტკიცე პარტნიორია, ვაგრძელებთ ქვეყნის ალიანსში მისწრაფებების მხარდაჭერას
13/07/2023 06:55:25 პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერ მეთიუ მილერის განცხადებით, შეერთებული შტატები საქართველოს NATO-სკენ სწრაფვის მხარდაჭერას აგრძელებს. ამის შესახებ მან სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"საქართველო არის NATO–ს გაძლიერებული შესაძლებლობების მტკიცე პარტნიორი. ეს არის ალიანსის უახლოესი პარტნიორებისთვის განკუთვნილი კატეგორია. შეერთებული შტატების სახელით ვაცხადებ, ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს NATO–ში მისწრაფებების მხარდაჭერას", – განაცხადა მილერმა.
11–12 ივლისს ვილნიუსში ალიანსის სამიტი გაიმართა. სამიტის დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ NATO ალიანსში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივას კვლავ ადასტურებს.


