გიორგი გახარია: NATO-ს სამიტზე უკრაინამ მაქსიმალური შესაძლო შედეგი მიიღო, საქართველო ჩამორჩება ხელისუფლების მავნე უმოქმედობის გამო
13/07/2023 10:29:29 პოლიტიკა
"ვილნიუსში NATO-ს სამიტზე უკრაინამ მაქსიმალური შესაძლო შედეგი მიიღო, საქართველო ჩამორჩება ხელისუფლების მავნე უმოქმედობის გამო", - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ პირად გვერდზე წერს.
მისი განცხადებით, ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია საქართველოს გრძელვადიანი მშვიდობის ერთადერთი გარანტიაა.
„რადგან ქართველი ხალხი მისკენ ისწრაფვის, მიზანს აუცილებლად მივაღწევთ", - წერს გახარია.
11–12 ივლისს ვილნიუსში ალიანსის სამიტი გაიმართა. სამიტის დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ NATO ალიანსში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივას კვლავ ადასტურებს. რაც შეეხება უკრაინას, NATO–ს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ქვეყანა ბლოკს MAP-ს გარეშე შეუერთდება.


