Accentnews.ge
კობახიძე: მოსამართლის დაუსაბუთებლად სანქცირება კონსტიტუციის უხეში ხელყოფაა

კობახიძე: მოსამართლის დაუსაბუთებლად სანქცირება კონსტიტუციის უხეში ხელყოფაა

14/07/2023 12:16:02 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, კონსტიტუციის უხეში ხელყოფაა, როცა დაუსაბუთებლად ხდება მოსამართლეთა სანქცირება. მან ჟურნალისტების კითხვის პასუხად კიდევ ერთხელ შეაფასა აშშ-ის გადაწყვეტილება, სავიზო სანქცია დაეწესებინა საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის მიმართ.

"უცხო ქვეყნიდან ქართველ მოსამართლეს ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე როცა ასანქცირებენ, ეს პირდაპირ ნიშნავს სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპში ჩარევას, რაც ძალიან უხეში ქმედებაა. ჩვენ ამაზე გვქონდა რეაქცია და მომავალშიც აუცილებლად გვექნება. მტკიცებულების გარეშე როცა გისანქცირებენ მოსამართლეებს, ეს არის სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპის, კონსტიტუციის უხეში ხელყოფა. ამის უფლებას საკუთარ თავს არავინ უნდა აძლევდეს. ჩვენ საკუთარ თავს ამის უფლებას არ ვაძლევთ და ნუ დაგვიბრუნებენ საქართველოში იმას, რაც 2012 წლამდე იყო, ახლა უკვე ქვეყნის გარედან", - განაცხადა კობახიძემ.

საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა სანქცირების საკითხზე გუშინაც ისაუბრა.

ამავე თემაზე: ვის და რა შემთხვევაში ელის სანქციები - ელჩის განმარტება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S