Accentnews.ge
იერიში #2 ყირიმის ხიდზე: სამი ეფექტი

იერიში #2 ყირიმის ხიდზე: სამი ეფექტი

17/07/2023 14:17:28 ეს საინტერესოა

17 ივლისს, გამთენიისას, ყირიმის ხიდზე სულ მცირე ერთი აფეთქება მოხდა (სხვა დაუდასტურებელი ინფორმაციით, იყო ორი). რუსეთის ხელისუფლებამ რამდენიმე საათის შემდეგ მომხდარს ტერორისტული თავდასხმა უწოდა და დაადასტურა ორი ადამიანის, ბელგოროდელი წყვილის დაღუპვა. მათი 14 წლის ქალიშვილის დაიჭრა.

ინფორმაციისთვის: ყირიმის ხიდი წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ჯაჭვს უკრაინის სამხრეთში საოკუპაციო ძალების მომარაგების ლოგისტიკაში, არის კრიტიკული მნიშვნელობის ინფრაქსტრუქტურული ობიექტი და რაც მთავარია, არის ოკუპაციის სიმბოლო.

17 ივლისს დილით ადგილობრივმა მედიამ ასევე გამოაქვეყნა ყირიმის ხიდის საავტომობილო ნაწილის დაზიანების ამსახველი ვიდეო, რომელიც მატარებლის ვაგონიდან იყო გადაღებული.

ანექსირებული ყირიმის რუსმა ხელმძღვანელმა რეკომენდაცია გაუწიეს ტურისტებს, რომლებიც მიდიან ყირიმში „აირჩიონ ალტერნატიული სახმელეთო გზა ახალი რეგიონების გავლით“, ანუ საუბარია უკრაინის ტერიტორიებზე, რომლებიც ამჟამად რუსეთს აქვს ოკუპირებული. ხიდზე საავტომობილო მიმოსვლა შეჩერებულია.

რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის ცნობით, ხიდს 03:05 საათზე დაესხნენ თავს ორი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატით. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ რუსი გამომძიებლები ყირიმის ხიდზე „ტერორისტული აქტის ორგანიზებაში მონაწილე პირებს უკრაინული სპეცსამსახურებსა და შეიარაღებულ ფორმირებებს შორის ადგენენ“.

საპასუხოდ უკრაინის უშიშროების სამსახურში განაცხადეს, რომ ყველა დეტალს გაამჟღავნებენ ომში კიევის გამარჯვების შემდეგ.

„უკრაინის სპეცსამსახური ინტერესით აკვირდება, როგორ ვერ გაუძლო პუტინის რეჟიმის ერთ-ერთმა სიმბოლომ სამხედრო დატვირთვას“,– თქვა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა არტემ დეხტიარენკომ.

„ყირიმის ხიდი იქ ზედმეტი ნაგებობაა“,– გაიხსენა თემის კომენტირებისას უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის კირილ ბუდანოვის სიტყვები უწყების სპიკერმა ანდრეი იუსოვმა.

თუმცა RBC-Ukraine უსაფრთხოების სამსახურიდან წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ თავდასხმა განხორციელდა საზღვაო დრონების მეშვეობით და რომ ეს უკრაინის საზღვაო ძალებისა და უსაფრთხოების სამსახურის სპეცოპერაცია იყო: „მიახლოება რთული იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს შესაძლებელი აღმოჩნდა“.

ეს არ არის პირველი აფეთქება ვლადიმირ პუტინის საამაყო პროექტზე – ყირიმის ხიდზე. მიუხედავად კრემლის ლიდერის არაერთი განცხადებისა ხიდის დაცულობის თაობაზე, პირველად წარმატებული იერიშის მიტანა 2022 წლის ოქტომბერში მოხერხდა.

უსაფრთხოების მკვლევარი რუსლან შავაძე მომხდარს წარმატებულ ოპარაციას უწოდებს რამდენიმე გარემოების გამო:

  • ეს უკვე მეორედ მოხერხდა მასშტაბური სპეცოპერაციის ჩატარება და მეორედ დაირღვა მითი მისი უსაფრთხოების თაობაზე;
  • ზაპოროჟიეს ფრონტის გარკვეული სექტორის და უშუალოდ ხერსონის ფრონტის მომარაგება ყირიმის ხიდით ხდებოდა. ლოგისტიკის ეს კვანძი რამდენიმე დღით ან თვით გაჩერდა, ვიდრე მოხდება აღდგენა – ხერსონის ფრონტის მიმართულებაზე საოკუპაციო ძალებს გაურთულდებათ საბრძოლო მასალის მიღება. შემდგომი სავარაუდო სპეცოპერაციებით შესაძლოა, აიძულონ საოკუპაციო ძალები ლოგისტიკის გაწელვა–გართუელბა, რაც სტრატეგიულ ამოცანებში შედის;
  • ყირიმში ტურისტული სეზონი ჩავარდება. ალტერნატიული სახმელეთო კორიდორით, ოკუპირებული დერიტორიების გავლით ყირიმში მყოფი დამსველებლების უკან დაბრუნება უკვე შეინიშნება.

"ამდენად, ეს დიდი დარტყმა იყო საოკუპაციო ძალაზე სამხედრო – ეკონომიკური და ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც",– დასძენს მკვლევარი.

ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტიც (ISW)ვარაუდობს, რომ ახალი თავდასხმა ყირიმის ხიდზე, სავარაუდოდ, გავლენას მოახდენს რუსეთის ლოგისტიკაზე სამხრეთ უკრაინაში.

  • ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ოკუპირებული ყირიმიდან გაქცეულმა რუსმა ტურისტებმა გადატვირთეს მოძრაობა და და შეაფერხეს ლოგისტიკა ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების ზურგში.
  • მეორეც, ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთის ხელისუფლების უუნარობას, მოიყვანოს საზოგადოება საომარ მდგომარეობაში, ასევე ექნება შედეგები: ყირიმში ტურისტების ნაკადი მნიშვნელოვნად ზღუდავს რუსეთის ფედერაციის ლოგისტიკას უკრაინის სამხრეთით – უკრაინის არმიის კონტრშეტევის შუაგულში.

„ქერჩის სრუტეზე არსებული ხიდი ორი სახმელეთო კომუნიკაციიდან ერთ-ერთია, რომელიც მხარს უჭერს რუსული ჯარების სამხრეთ დაჯგუფებას, ხოლო მეორე მარშრუტი გადის ოკუპირებული დონეცკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის რეგიონებში. ეს ლოგისტიკური მარშრუტი ახლა არის მიწოდების ერთადერთი პუნქტი სამხრეთ უკრაინაში მობილიზებული დიდი რაოდენობის მექანიზებული რუსული ძალებისთვის, რომელიც მათ სჭირდებათ უკრაინის კონტრშეტევის მოსაგერიებლად“, - ნათქვამია მოხსენებაში.

ჯამში, რუსული ლოგისტიკა სამხრეთ უკრაინაში სავარაუდოდ დაზარალდება მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში,– დასძენენ ანალიტიკოსები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S