Accentnews.ge
სტრატეგიული ობიექტების რუსებისთვის მიყიდვის ლობირებისთვის ბჟანია გალის რაიონში ჩავიდა

სტრატეგიული ობიექტების რუსებისთვის მიყიდვის ლობირებისთვის ბჟანია გალის რაიონში ჩავიდა

17/07/2023 15:12:22 კონფლიქტები

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია გალის რაიონს ეწვია და გასვლითი სხდომა ჩაატარა, რომლის მიზანს რუსებისთვის სტრატეგიული ობიექტების, მათ შორის რაიონის ტერიტორიაზე მდებარე ენერგოობიექტების რუსებისთვის მიყიდვის ლობირება წარმოადგენდა.

სხდომაში ბჟანიასთან ერთად დე ფაქტო პრემიერი ალექსანდრე ანქვაბი, დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ჯანსუღ ნანბა, შს მინისტრი რობერტ კიუტი, დე ფაქტო მთავრობის სხვა წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

"სადღეისოდ იჯარით გაცემული საწარმოები ეფექტურად უნდა მუშაობდნენ, მაგრამ ასე არ ხდება. აფხაზური ეკონომიკის მიმართ ინტერესი იზრდება. გაყინული ეკონომიკა არ მუშაობს, გაყინულ ეკონომიკას მხოლოდ პრობლემები მოაქვს და გვაქვს შანსი, ეს მდგომარეობა შევცვალოთ" - განუცხადა შეკრებილთ ბჟანიამ.

თავის მხრივ გალის ოკუპირებული რაიონის დე ფაქტო ხელმძღვანელმა დავით ფილიამ სტუმრებს რაიონის პრობლემები მოახსენა.

ცნობისთვის: მოქმედი აფხაზური ე.წ კანონმდებლობა უძრავი ქონებისა და სტრატეგიული ობიექტების უცხოელებზე გასხვისებას კრძალავს. შესაბამისად, ბჟანიას ინიციატივები, რომელიც რუსეთის ხელისუფლების ანექსიური პოლიტიკითა და სოხუმის ხელისუფლებაზე ზეწოლის ზრდით არის განპირობებული, კანონმდებლობას არღვევს. მოსახლეობა, ისევე, როგორც ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი, მოსკოვის ანექსიურ ზრახვებს აქტიურად ეწინააღმდეგება. მიუხედავად ამისა, ასლან ბჟანია კრემლის ზრახვების ხორცშესასხმელად ხსენებული ინიციატივების ლობირებას განაგრძობს და აფხაზურ ე.წ პარლამენტზე მათი რატიფიცირებისთვის ზეწოლას ახდენს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S