
მანიშა სინგჰი: „ანაკლიის პორტის პროექტი გააძლიერებს საქართველოს ეკონომიკას და პარტნიორობას აშშ–სთან“
24/05/2019 06:28:21 ეკონომიკა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის ეკონომიკური ზრდის, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის საკითხებში მანიშა სინგჰის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი გააძლიერებს საქართველოს ეკონომიკას და პარტნიორობას შეერთებულ შტატებთან.
ამის შესახებ მანიშა სინგჰმა ვაშინგტონში, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტში გამართულ ტრანსკასპიის ორდღიან ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ტრანსკასპიის რეგიონი შეუცვლელი სატრანზიტო მარშრუტი იყო ათასობით წლის განმავლობაში. მას კარგი მდებარეობა აქვს იმისთვის სტრატეგიული დერეფანი იყოს ვაჭრობისთვის კონტინენტებს შორის. ეს მარშრუტი დღესაც მნიშვნელოვანია. ამის შესანიშნავი მაგალითია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი, რომელიც ზღვით საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს მნიშვნელოვნად გაზრდის. საქართველო და შეერთებული შტატები ამჟამად ერთად მუშაობენ ამ პორტის ასაშენებლად. დაგეგმილია, რომ პროექტი 2020 წლის დეკემბრისთვის ექსპლუატაციაში შევა. ეს გაზრდის საქართველოს ეკონომიკას და უზრუნველყოფს მეტ კავშირს ევროპასა და მთელს კასპიის რეგიონს შორის. ვაჭრობის სფეროში საქართველო ამერიკის შეერთებულ შტატების კიდევ უფრო მტკიცე პარტნიორი გახდება“, - განაცხადა, ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის ცნობით, მანიშა სინგჰმა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021