თინა ბოკუჩავა: „რუსულმა ოცნებამ“ გადასარევად იცის, რა ევალება ხელისუფლებას, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი
25/07/2023 10:39:56 პოლიტიკა
„რუსულმა ოცნებამ“ გადასარევად იცის, რა ევალება ხელისუფლებას, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი", - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინათინ ბოკუჩავა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვით, ევროკავშირის რეკომენდაციების კონკრეტული პუნქტების შესასრულებლად საჭიროა მეტი კონკრეტიკა.
ბოკუშავას თქმით, მმართველი პარტია მიზანმიმართულად ანგრევს ქვეყნის ევროპულ მომავალს.
„რუსულმა ოცნებამ" გადასარევად იცის, რა ევალება დღეს საქართველოს ხელისუფლებას იმისთვის, რომ საქართველო იყოს წარმატებული, მიიღოს კანდიდატის სტატუსი და გააგრძელოს სვლა ევროინტეგრაციის გზაზე. ეს მათთვის კარგად ცნობილია, არაერთხელ დაუმარცვლეს ევროკომისიაში, ისევე როგორც ევროპარლამენტში, მაგრამ ისინი სწორედ მიზანმიმართულად ანგრევენ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს და ამიტომ არ ასრულებენ იმ მნიშვნელოვან რეკომენდაციებს, რომელიც ეხება მართლმსაჯულების სისტემას, დეოლიგარქიზაციას, მედიის თავისუფლებას, დეპოლარიზაციას და სამოქალაქო სექტორის პროცესებში ჩართულობას", - განაცხადა ბოკუჩავამ.


