თეონა აქუბარდია: ოპოზიციაში ურთიერთბრალდებები დამაზიანებელია იმ ფონზე, როცა „ქართული ოცნება“ უნდა გავუშვათ სახლში არჩევნების გზით
26/07/2023 08:23:35 პოლიტიკა
ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია ენმ–ის ყოფილი თავმჯდომარის ნიკა მელიას გუშინდელ განცხადებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ოპოზიციაში ურთიერთბრალდებები დამაზიანებელია იმ ფონზე, როცა „ქართული ოცნება“ უნდა გავუშვათ სახლში არჩევნების გზით.
„მოცემულობაა შექმნილი, რომ ხელისუფლება არჩევნებით უნდა შეიცვალოს, ამ მოცემულობაში გადაჯგუფებებს, ასევე 5%–იანი ბარიერის პირობებში გაერთიანებებს, ბუნებრივია, ვიხილავთ. რაც შეეხება ბრალდებებს, მე თავს შევიკავებდი მათი ან მტკიცების ან უარყოფისგან, რადგან მე არ მაქვს ინფორმაცია. ზოგადად, მიუხედავად არსებული კითხვებისა, შემიძლია გითხრათ, რომ ოპოზიციაში ურთიერთბრალდებები დამაზიანებელია იმ ფონზე, როცა "ქართული ოცნება" უნდა გავუშვათ სახლში არჩევნების გზით. ძალიან მძიმე ბრალდებებიც არის, ურთიერთდაპირისპირებაც, მაგრამ ჩემთვის მთავარი ინტერესია არჩევნების გზით იმ ხელისუფლების ცვლა, რომელიც ქვეყანას აშორებს ევროპულ მომავალს",- განაცხადა აქუბარდიამ.


