სამადაშვილი – სოჭიდან ბათუშმი შემოსულ გემზე: მგზავრები პირდაპირ აცხადებენ, რომ ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული აქვთ

27-07-2023 15:23:11 ციტატა

"ჩვენს ტერიტორიაზე შემოვიდნენ ადამიანები, რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც პირდაპირ აცხადებენ, რომ მათ დარღვეული აქვთ კანონი ოკუპაციის შესახებ, ნამყოფი არიან აფხაზეთში, ამბობენ, რომ აფხაზეთი ქართველებისგან გაათავისუფლა რუსეთმა. "ქართული ოცნების" დავალება, რომელიც მიღებული აქვთ რუსეთისგან, არის ის რომ, ქართული საზოგადოება შეეგუოს იმას, რომ ოკუპაცია თითქოს არ არის რუსეთის ბრალი, შეეგუოს იმას, რომ ოკუპაციის შესახებ კანონი არ შესრულდეს და მოიხსნას ყველა ჯებირი, რომელიც ამ თვალსაზრისით რუსეთსა და საქართველოს შორის არსებობს", – ასე ეხმიანება დეპუტატი სალომე სამადაშვილი სოჭიდან ბათუმში საკრუიზო გემის შემოსვლას, რომელსაც რუსი ტურისტები ჩამოყვნენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები