Accentnews.ge
კრამონი – კრუიზით რუსების შემოსვლის გამო პროტესტზე: "დიდებული საჩუქარი ქართველი ხალხისგან"

კრამონი – კრუიზით რუსების შემოსვლის გამო პროტესტზე: "დიდებული საჩუქარი ქართველი ხალხისგან"

28/07/2023 08:19:14 პოლიტიკა

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ბათუმში საკრუიზო გემით რუსი ტურისტების შემოსვლის გამო პროტესტს ეხმაურება.

"დიდებული საჩუქარი ქართველი ხალხისგან ბათუმში", - წერს კრამონი სოციალურ ქსელში.

გუშინ საკრუიზო გემი Astoria Grande ბათუმში სოჭიდან შემოვიდა.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ამბობენ, რომ პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო გემი – Astoria Grande რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია „Goodwin Shipping Limited-ის“ სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება. მისი ცნობით, აღნიშნული საკრუიზო გემის შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. ხომალდის ბორტზე მყოფ ერთ-ერთ რუს ტურისტს შესაძლოა, დარღვეული ჰქონდეს "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს კანონი, რადგან ბათუმში ჩამოსულმა განაცხადა, რომ ნამყოფია ოკუპირებულ აფხაზეთში.

ამავე თემაზე: სოჭიდან ბათუმში კრუიზით ჩამოსული რუსი ტურისტი: "ჩვენი რაღაც რესპუბლიკა იყავით, რუსეთი ოკუპანტი არაა“.

27 ივლისს ბათუმის პორტში საქართველოს მოქალაქეებმა სტვენითა და შეძახილებით გააცილეს საკრუიზო ლაინერზე მყოფი რუსეთის მოქალაქეები. პოლიციას ჯებირები ჰქონდა გავლებული და აქციის მონაწილეებს არ აძლევდნენ ლაინერთან მიახლოების უფლებას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S