
ეკა ხოფერიამ აფხაზეთის განათლების მინისტრის თანამდებობა დატოვა
31/07/2023 08:12:37 კონფლიქტები
ეკა ხოფერია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს 1 აგვისტოდან აღარ უხელმძღვანელებს.
"1 აგვისტოდან ჩემი ცხოვრების კიდევ ერთი ახალი ეტაპი იწყება. ვასრულებ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან სამსახურს-არ ვიქნები ჩვენი საყვარელი აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი. ეს გადაწყვეტილება მე მივიღე, ვფიქრობ , ორწელიწადნახევარში გუნდთან ერთად შევძელით ბევრის გაკეთება და ახლა დროა ახალი ეტაპი დაიწყოს, ახალი ძალებით , ახალი ენერგიით", - წერს ხოფერია სოციალურ ქსელში.
როგორც ხოფერია აცხადებს, სამინისტროს მისი კოლეგა ნანა გადელია უხელმძღვანელებს.