Accentnews.ge
ბათუმში, აქციაზე დაკავებული ქალი:  “უკრაინის მოქალაქე ვარ”

ბათუმში, აქციაზე დაკავებული ქალი: “უკრაინის მოქალაქე ვარ”

31/07/2023 08:00:03 საზოგადოება

ბათუმში მიმდინარე აქციაზე, სადაც რუსეთიდან საკრუიზო გემის შემოსვლას აპროტესტებენ, კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს.

დაკავების მომენტში ქალი ამბობდა, რომ იგი უკრაინის მოქალაქე იყო.

ახალგაზრდა ქალის დაკავების ამსახველი ვიდეო “ლელოს” წევრმა, ირაკლი კუპრაძემ გამოაქვეყნა. სანამ პოლიციის მანქანით ტერიტორიიდან გაიყვანდნენ, ქალი ჟურნალისტს ეუბნებოდა, რომ წაართვეს უკრაინის დროშა და ტელეფონი.

ცნობისთვის: დღეს, გამთენიისას ბათუმის პორტში შესული პუტინისტების გემი ჯერ კვლავ პორტში რჩება, მიმდებარე ტერიტორიაზე კი გრძელდება საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეებმა მთავარ მიზნად ლაინერის ბორტზე მყოფი პუტინისტების ქალაქში არშეშვება დაასახელეს. ამ წუთებში ისინი მოითხოვენ, გემმა საქართველოს ტერიტორიული წყლები დატოვოს. საკრუიზო ლაინერი რუსი ტურისტების ნაწილმა უკვე დატოვა. შსს–ს ცნობით, აქციაზე 10 პირი დააკავეს.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ, რომელმაც საქართველოში რუსი ტურისტები შემოიყვანა, შემდეგი რეისების მარშრუტიდან ბათუმი ამოიღო.

საიტზე, რომელზეც ლაინერის რეისების შესახებ ინფორმაციაა მითითებული, მარშრუტში ბათუმი აღარ იძებნება.

მანამდე ცნობილი იყო, რომ ლაინერი ბათუმის პორტში ყოველ ორ კვირაში ერთხელ უნდა შემოსულიყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S