Accentnews.ge
კარასინი: "სააკაშვილის პარტიის აქტივისტები ვერა და ვერ შოშმინდებიან"

კარასინი: "სააკაშვილის პარტიის აქტივისტები ვერა და ვერ შოშმინდებიან"

01/08/2023 08:18:59 პოლიტიკა

მოსკოვი ბათუმის პორტში პუტინისტების ლაინერის საქართველოში შემოსვლის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებს პროპაგანდისტული მესიჯებით პასუხობს და ცდილობს, წინა ხელისუფლების, კერძოდ ექს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა აქტივობად წარმოაჩინოს.

"ვერა და ვერ შოშმინდებიან სააკაშვილის პარტიის აქტივისტები. მათ მიერ საქართველოში რუსეთისა და რუსების მიმართ დანერგილი ბაცილა ცოცხალია, მართალია, ძალას კარგავს, მაგრამ პერიოდულად თავს გვახსენებს. რის მიღწევას ცდილობდნენ ბათუმში ჩვენი ლაინერით ჩასული ჩვენი ტურისტების წინააღმდეგ გამართული დემონსტრაციით მყვირალა სააკაშვილისტები? ვის უშლის ხელს რუსეთთან მშვიდობა? პასუხი მთლიანობაში ნათელია. და მაინც" - წერს ტელეგრამ-არხში რუსი სენატორი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან მოლაპარაკებების ფორმატის მონაწილე გრიგორი კარასინი.

ბათუმში მიმდინარე მოვლენებს კრემლის ტელეარხებიც აქტიურად ეხმაურებიან და პუტინისტების საპროტესტო დახვედრას "მხოლოდ და მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის პროტესტად" აფასებენ. იგივეს იმეორებდნენ ლაინერიდან ჩამოსული რუსი პროპაგანდისტებიც და იქვე დასძენდნენ, რომ "რუსეთი ოკუპანტი არაა - საქართველო და რუსეთი დიდი მეგობრები არიან".

სამწუხაროდ, ანალოგიურია საქართვლოს ხელისუფლების მესიჯ-ბოქსიც: პუტინისტთა ლაინერის მგზავრები "არიან ტურისტები, რომელთაც საქართველოს ეკონომიკაში ფული შეაქვთ", საპროტესტო აქციები კი "არა ხალხის პროტესტი, არამედ რადიკალური ოპოზიციის მორიგი მავნებლური ქაჯობა იყო"; "რადიკალები დესტაბილიზაციის მიღწევას და ამ გზით ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების საბოტირებას ცდილობენ".

31 ივლისს პუტინისტების საკრუიზო ლაინერი "ასტორია გრანდე" ბათუმის პორტში კვირის განმავლობაში მეორედ შევიდა და მას კვლავ საპროტესტო აქციით დახვდნენ, რომელშიც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები, სტუდენტები და რიგითი მოქალაქეები მონაწილეობდნენ. საქართველოს ხელისუფლებამ თადარიგი დაიჭირა, პორტი რკინის ორმაგი ზღუდეებით შემოღობა და პროტესტანტებს სამართალდამცველთა, მათ შორის სპეცრაზმელთა განსაკუთრებითული მობილიზაცია დაახვედრა. პუტინისტები ლაინერიდან ქართველი პოლიციელების გაძლიერებული დაცვით ჩამოიყვანეს და ქალაქშიც ასე იცავდნენ, რის შემდეგაც ლაინერზე ასევე გაძლიერებული დაცვით ააცილეს. აქციის მიმდინარეობისას რამდენიმეჯერ მოხდა შეხლა-შემოხლა პოლიციასთან. დაკავებულია, ოფიციალური ინფორმაციით, 23 მომიტინგე, მათ შორის - უკრაინის მოქალაქე ქალი, რომელიც ამ დრომდე იზოლატორში რჩება.

უფლედამცველები პოლიციის მხრიდან არაპროპორციული, უსაფუძვლო ძალის გამოყენებაზე მიუთითებენ. აქციის მონაწილეები კი თვლიან, რომ "რუსულმა ოცნებამ" მოსკოვის საამებლად ლაინერიდან აყურებინა პუტინისტებს, როგორ სჯის რუსულ მილიციად ქცეული ქართული პოლიცია პატრიოტ ქართველებს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S