დემონსტრანტები პარლამენტთან მისვლას ცდილობენ: "ჩვენი საქმის ნახევარი თვითონ გააკეთეს"

28-11-2019 10:08:55 საზოგადოება ,სხვა ,სხვა ,მითები და რეალობა

რუსთაველზე დემონსტრანტები იკრიბებიან და ადგილზე მობილიზებული პოლიცია ჩიტაძის ქუჩიდან წამოსულ აქციის მონაწილეებს პარლამენტთან მისვლის საშუალებას არც ალტერნატიული გზებით აძლევს.

აქციის მონაწილეები სამართალდამცავებს ამ დრომდე ინგოროყვას ქუჩაზე ჰყავთ გაჩერებული. აქციის მონაწილეებს ინგოროყვას გავლით, რუსთაველზე გასვლა სურდათ, საიდანაც საკანონმდებლო ორგანოსთან მისვლას აპირებდნენ.

შეგახსენებთ, რომ ჩიტაძის ქუჩაზე შეკრებულებს პარლამენტთან მისვლა და საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ჩაკეტვა სურდათ, თუმცა აღნიშნულ ქუჩაზე პოლიციას რკინის ჯებირები აქვს განლაგებული, უშუალოდ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები კი თავად აქვს გადაკეტილი.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადები, "რომელ გზასაც გადახერგავენ, იმის იქით დავდგებით, მარტივი საკითხია".

„ამ ფორმით ალყაში მოქცეული პარლამენტი არ მახსოვს და ჩვენი საქმის ნახევარი თვითონ გააკეთეს. ჩვენ არ გვჭირდება შეღწევა შესასვლელამდე, ჩვენ დავდგებით იმის იქით, სადაც თვითონ აქვთ გადაახერგილი. ვნახოთ, როგორ შემოვლენ ისინი. დაახლოებით ვიცით რა ადგილიდანაც შეეცდებიან შემოყვანას, არც იმის ილუზია გვაქვს, რომ მთელი პოლიციის ძალას რომ ჩართავენ გმირულად შეაღწევინებენ ვიღაცებს პარლამენტში ასეთი წვალებით, რომელიც მინიმუმ დამსახურებული აქვს ივანიშვილის სამარცხვინო გუნდს. ეს გაგრძელდება, ვიდრე ასე უტიფრად იქცევიან“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები