
ბჟანიამ აფხაზეთში მიიწვია საკრუიზო გემი Astoria Grande
02/08/2023 09:17:00 კონფლიქტები
საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებული დასავლეთ რეგიონის – აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ გამოთქვა მზადყოფნა, აფხაზეთში მიიღოს Astoria Grande-ის ლაინერი, ხოლო რუს ტურისტებს "თბილი დახვედრას" დაჰპირდა.
„რესპუბლიკა დაინტერესებულია ტურისტული სერვისების გაფართოებით, ხოლო გეოგრაფიული შესაძლებლობების გათვალისწინებით, ზაფხულში საკრუიზო გემების მომსახურება ყველაზე პერსპექტიულად ითვლება“, - განაცხადა ბჟანიამ რუსულ სახელისუფლებო მედიარესურს TASS–თან ბათუმის პორტში რუსი ტურისტების წინააღმდეგ გამართული აქციების კომენტირებისას.
მისივე თქმით, სოხუმის საზღვაო პორტი „ტექნიკურად მზად არის Astoria Grande–ს ტიპის გემების მისაღებად“.
„მოხარული ვარ, მოგიწვიოთ აფხაზეთში და რუს ტურისტებს თბილ მიღებას გპირდებით აფხაზური სტუმართმოყვარეობის სულისკვეთებით“, - დასძინა მან.
ბჟანიამ მაგალითად მოიყვანა საკრუიზო კავშირის დაწყება სოჭსა და სოხუმს შორის, რომელსაც ახორციელებს ლაინერი "კნიაზ ვლადიმირი".
”თუ ჩვენ ადეკვატურად მივესალმებით "კნიაზ ვლადიმირის" ლაინერს, მაშინ Astoria Grande–ს ლაინერიც იპოვის ადგილს”, - დასძინა მან.
3 ივნისს შედგა "კნიაზ ვლადიმირის" საკრუიზო ლაინერის საცდელი რეისი განხორციელდა. ბორტზე იმყოფებოდნენ ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც სწავლობდნენ მოგზაურობის მიმართულებებს წევრი. 30 ივნისს ლაინერი სოხუმის პორტში 82 მგზავრით შევიდა. 30 ივნისიდან 11 სექტემბრის ჩათვლით დაიგეგმა 10 კრუიზის განხორციელება.
რიგმა ადგილობრივმა დამკვირვებლებმა "პრორქტი" წარუმატებლობისთვის განწირულად შეაფასა.
გემი Astoria Grande ბათუმში 31 ივლისს, ერთ კვირაში მეორედ შევიდა და ორჯერვე დროზე ადრე მოუწია პორტის დატოვება პროტესტის გამო: საქართველოში ლაინერის შესვლას პროტესტი მოჰყვა. ბათუმის პორტში სტუდენტები, ოპოზიციონერები და სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ.
Astoria Grande-ის საკრუიზო ლაინერი ბათუმში ვიზიტებს შეწყვეტს, რადგან იგეგმებოდა მხოლოდ ორი რეისის განხორციელება და ისინი დასრულებულია, – განუცხადეს რუსულ РБК –ს Miray Cruises-ის პრესსამსახურში. სწორედ ეს კომპანია ახორციელებს ამ გემით კრუიზებს. მანამდე ზოგიერთ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბათუმი ამოიღეს" მარშრუტებიდან.