Accentnews.ge
ზახაროვა: შეკვეთილი ანტირუსული აქციები მოსახლეობის მხარდაჭერით არ სარგებლობს

ზახაროვა: შეკვეთილი ანტირუსული აქციები მოსახლეობის მხარდაჭერით არ სარგებლობს

02/08/2023 16:26:42 პოლიტიკა

შეკვეთილი ანტირუსული პროვოკაციები, რომლებსაც საქართველოს რადიკალური ოპოზიცია აწყობს დასავლეთის მითითებით და ფულით, არ სარგებლობს მოსახლეობის მხარდაჭერით - ამტკიცებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა.

მაგალითად მან დაასახელა ბათუმში, რუსული საკრუიზო გემის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციები და განაცხადა, რომ "მოსკოვს ესმის, ვინ არის ამ აქციის დამკვეთი".

„ქვეყნის შიგნით ამ აქციას მხარდაჭერა არ ჰქონია,“ – განაცხადა ზახაროვამ და ამტკიცებს, რომ სამინისტროს ხშირად მიმართავენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც აღნიშნავენ, რომ მათთვის მიუღებელია ამგვარი „უზრდელი პროვოკაციები“:

„ჩვენ ვნახეთ თბილისში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის, განცხადება, რომელიც პირდაპირ ასწავლის საქართველოს მოქალაქეებს, როგორ იცხოვრონ და უხარია მსგავსი აქციები. კაცმა რომ თქვას, ის სწორედ თავისი განცხადებებით ამტკიცებს, ვინ დგას ყოველივე ამის უკან და ვინ არის ბენეფიციარი".

იხილეთ ასევე: კარასინი: "სააკაშვილის პარტიის აქტივისტები ვერა და ვერ შოშმინდებიან"

ლაინერ Astoria Grande-ს ბათუმში პროტესტით დახვდნენ. ბორტზე მყოფ რუსეთის მოქალაქეებს პოლიციის კორდონით მოუწიათ ქალაქში შესვლა. აქციაზე პოლიციამ 23 პირი დააკავა, მათ შორის 20 საქართველოს მოქალაქე იყო, ერთი – ისრაელის, ორი – უკრაინის.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა პროტესტს "ქაჯობა" უწოდეს და ეკონომიკური სარგებლით სცადეს მსგავსი ვიზიტების გამართლება. რაც შეეხება აშშ–ის ელჩს, მან თქვა, რომ ქართველების პროტესტი გასაგებია იმ პირობებში, როდესაც რუსეთი ეწევა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, ხელოვნური ბარიერებით ყოფს ოჯახებს და უკანონოდ ატყვევებს საქართველოს მოქალაქეებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S