Accentnews.ge
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი გიდები დააჯარიმეს უკანონო საქმიანობისთვის

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი გიდები დააჯარიმეს უკანონო საქმიანობისთვის

02/08/2023 17:24:49 კონფლიქტები

საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებული დასავლეთ რეგიონის – აფხაზეთის ე.წ. ტურიზმის სამინისტროს თანამშრომლებმა 26 რუსი გიდი დააჯარიმეს.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეები აფხაზეთის ტერიტორიაზე გიდის მომსახურებას უკანონოდ ეწევიან.

“წლის დასაწყისიდან აფხაზეთის ტურიზმის სამინისტრო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აფხაზეთის გიდების ასოციაციის თანამშრომლებთან ერთად, უკანონო გიდების საქმიანობის გამოსავლენად კონტროლს აწარმოებს.

კონტროლი სისტემატურია, საკურორტო სეზონზე უფრო მაღალი სიხშირით ტარდება, რადგან მოგზაურების რაოდენობა იზრდება“, - აცხადებს ე.წ. ტურიზმის სამინისტროს კონტროლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანდრეი ნშანიანი.

მისი თქმით, საჯარიმო ოქმები მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებზე გაიცა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S