
ოკუპირებული ცხინვალის მკვიდრებს ე.წ. სასაზღვრო ზონაში რიგი აქტივობების ნება მისცეს
02/08/2023 18:31:04 კონფლიქტები
2 აგვისტოდან 30 სექტემბრის ჩათვლით, ცხინვალის რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის მკვიდრებს საოკუპაციო ხაზთან გარკვეული სახის საქმიანობის უფლება მისცეს. საუბარია, კერძოდ, სოფლის მეურნეობის პროდუქციის შეძენა-გადაზიდვაზე ცხინვალის, ზნაურისა და ახალგორის რეგიონების "სასაზღვრო ზონაში შესაბამისი ნებართვის გაცემის გარეშე“,– ამის შესახებ დე ფაქტო КГБ- იუწყება.
„აღნიშნული მიზნებისთვის სასაზღვრო ზონაში შესასვლელად აუცილებელია რუსეთის ФСБ-ს სასაზღვრო დირექტორატის უახლოეს სამმართველოში მისვლა პასპორტით - პირის იდენტიფიცირება, დაზუსტება. სამეურნეო სამუშაოების ადგილი, სახეობა და დრო“,– განმარტავს დე ფაქტო უწყება და დასძენს, რომ „ეს ღონისძიება მიზნად ისახავს ხელსაყრელი პირობების შექმნას აქტიური სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების პერიოდში“.