
შსს: სტიქიის ზონიდან უკვე გამოყვანილია 40-მდე მოქალაქე
03/08/2023 15:45:21 სამართალი, საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან უკვე გამოყვანილია 40-მდე მოქალაქე.
როგორც შსს-ში აცხადებენ, მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიებები.
შოვში, სასტუმრო "სანსეტ შოვის" ტერიტორიაზე დღეს მეწყერი ჩამოწვა. სასტუმროში ამ დროს დამსვენებლები იმყოფებოდნენ, მათ შორის მცირეწლოვანებიც. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ–ჯერობით არ ვრცელდება.