Accentnews.ge
რუსეთის საგარეო აფხაზეთისა და ცხინვალის გავლით ტრანზიტს "სავსებით მიღწევადად" მიიჩნევს

რუსეთის საგარეო აფხაზეთისა და ცხინვალის გავლით ტრანზიტს "სავსებით მიღწევადად" მიიჩნევს

04/08/2023 07:28:08 კონფლიქტები, პოლიტიკა

მოსკოვი „სავსებით მიღწევადად“ მიიჩნევს საავტომობილო და სარკინიგზო ტრანზიტის დაწყებას საქართველოს ოკუპირებული რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის გავლით. ამის შესახებ რუსულ სახელმწიფო სააგენტო TASS-თან ინტერვიუში დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა დენის გონჩარმა განაცხადა.

„რუსეთსა და სომხეთს შორის აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს გავლით სატრანზიტო კომუნიკაციის საკითხი პერიოდულად განიხილება ერევანთან კონტაქტების დროს, იმის გათვალისწინებით, რომ მისი ობიექტური ინტერესია დამატებითი სატრანსპორტო დერეფნების გახსნა, რომლებიც დააკავშირებს ჩვენს ქვეყნებს საქართველოს სამხედრო გზატკეცილით. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ხელს შეუწყობს რეგიონის სატრანსპორტო, ლოგისტიკური და სატრანზიტო პოტენციალის გახსნას და იმუშავებს სამხრეთ კავკასიის ყველა ქვეყნის ინტერესებისთვის. მიგვაჩნია, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა საკმაოდ მიღწევადია, თუ ყველა დაინტერესებული მხარე იხელმძღვანელებს პრაგმატული ინტერესებით და გაითვალისწინებს რეგიონში არსებულ რეალობას“, - განაცხადა გონჩარმა.

მანამდე რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა სერგეი კატირინმა აფხაზეთის ტერიტორიაზე სარკინიგზო ტრანზიტის დაწყების აუცილებლობის შესახებ განაცხადა. ეს თემა რუსულ-ქართული ბიზნეს საბჭოს სხდომაზეც განიხილეს.

აფხაზი პოლიტიკოსები მხარს უჭერენ აფხაზეთის გავლით ტვირთების ტრანზიტს „მესამე ქვეყნებიდან“. ამის შესახებ მათ პროდუქციის შესაძლო ტრანზიტის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ განაცხადეს.

2021 წელს აფხაზეთის პარლამენტმა მიმართა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს განცხადებით, რომ აფხაზეთი მზად იყო „თანაბარი პირობებით“ მონაწილეობა მიიღოს რუსეთსა და სომხეთს შორის სარკინიგზო კავშირის გახსნის პროექტში.

საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსეთ-საქართველოს სარკინიგზო კომუნიკაციის საკითხი ამჟამად არ განიხილება და თუ განიხილება, მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კონტექსტში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S