„მითების დეტექტორმა“ 21 ტროლი გამოავლინა

28-11-2019 17:06:55 ,

„მედიის განვითარების ფონდის“ პორტალმა „მითების დეტექტორმა“, 21 ტროლი გამოავლინა. როგორც პორტალი წერს, ტროლები სხვადსხვა სოციალურ ქსელებში დარეგისტრირებული მომხმარებლების იდენტობას იპარავენ:

„გამოვლენილი 21 ტროლიდან, ხუთი მართავს ერთი და იმავე "სპამ ჯგუფს", სადაც ისინი აქციების მადისკრედიტირებელი შინაარსის პოსტებს აზიარებდნენ. ამ ჯგუფების ხუთი ადმინისტრატორიდან ორი დეაქტივირებულია. პოსტების ჯგუფებში გაზიარების სქემა ტროლების კოორდინირებულ მოქმედებაზე მიუთითებს. ეს ჯგუფებია „უნივერსალური“, „უფალო შეგვიწყალენ“, „საინტერესო“, „პოსტალიონი“, „ბიძინა ივანიშვილი ჩემი თანამოქალაქეა“.

როგორც „მითების დეტექტორი“ იტყობინება, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციების დისკრედიტაციასთან ერთად, ტროლები ხელისუფლების მხარდამჭერ გზავნილებსაც ავრცელებდნენ:

„ერთი მხრივ, ამართლებდნენ პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩავარდნასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აქციების ძალის გამოყენებით დაშლას, ასევე ახდენდნენ პოლიტიკური ოპოზიციის დისკრედიტაციას. ტროლები აზიარებდნენ დიმიტრი ხუნდაძისა და გიორგი ვოლსკის პოსტებს საპროტესტო აქციისა და კანონპროექტის ჩავარდნის შესახებ“.

გამოვლენილი ტროლების უმეტესობა ფეისბუკზე 2019 წელსა დარეგისტრირებული. გამოვლენილი 21 ტროლიდან, უმეტესობა 2019 წლის 20-21 ივნისის ღამის შემდეგაა დარეგისტრირებული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები