
სოხუმში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის და ეზბეკეთის მოქალაქეებს ეძებენ
07/08/2023 13:41:41 კონფლიქტები
ოკუპირებულ აფხაზეთში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის და ეზბეკეთის მოქალაქეებს ეძებენ. დე ფაქტო უწყების ცნობით. მკვლელობა 6 აგვისტოს სოხუმში მოხდა. მსხვერპლი თურქეთის მოქალაქე რიდვან ხან-იპაა, დაბადებული 1967 წელს. მას აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეობაც ჰქონდა.
ძებნაში გამოაცხადეს უზბეკეთის მოქალაქე სალომოვი ოტბეაკ გულომონ-უღლი, დაბადებული 1992 წელს და აზერბაიჯანის მოქალაქე იბრაჰიმოვი ალი ელხან-ოღლი, დაბადებული 1998 წელს.
აღსანიშნავია, რომ მაისში სოხუმში თურქეთის მოქალაქე აიდინ აჰმედი მოკლეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილი აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს.